პაპმა ფრანცისკემ თურქეთში სამოციქულო ნუნციუსად დანიშნა არქიეპისკოპოსი მარეკ სოლჩინსკი. იგი 2011–2017 წლებში საქართველოსა და სომხეთში წმინდა საყდრის დესპანი იყო.
პოლონელი დიპლომატი 62 0წლისაა. იგი ვარშავის არქიეპარქიას ეკუთვნის.
ორ წლიანი სამღვდლო მსახურების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო პაპის საეკლესიო აკადემიაში, სადაც წმინდა საყდრის დიპლომატად მოემზადა.
არქიეპისკოპოსმა სოლჩინსკიმ ვატიკანში დიპლომატიური მოღვაწეობა 1993 წლიდან დაიწყო. იგი მუშაობდა პაპის წარმომადგენლობაში: პარაგვაიში, რუსეთში, თურქეთში, ჩეხეთში,ესპანეთსა და ნიუ–იორკში.
2011 წელს პაპმა ბენედიქტე VI-მ არქიეპისკოპოსი მარეკ სოლჩინსკი წმინდა საყდრის დესპანად საქართველოსა და სომხეთში დანიშნა. 6 წლიანი მსახურების შემდეგ,პაპმა ფრანცისკემ იგი თავის წარმომადგენლად ტანზანიაში გადაიყვანა.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments