16 ოქტომბერს, თბილისში, კათოლიკე მონაზვნების შეხვედრა გაიმართა. სხვადასხვა კონგრეგაციის დებმა ერთობლივი კონფერენცია გამართეს. შეიქმნა მონაზვნად მოწოდებულებზე პასუხისმგებელი კომისიაც.
2021 წლის პასტორალური წლის განმავლობაში ეს მონაზვნების პირველი შეხვედრა იყო. იგი ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
კონფერენციის შემდეგ, მონაწილეებისათვის მარიამის ზეცად აღყვანების ტაძარში თაყვანისცემა და წმ. წირვა აღევლინა.
შეხვედრაზე აირჩა მონაზვნად მოწოდებულთა კომისიაც, რომელიც ბერ–მონაზვნური ცხოვრებისაკენ მოწოდებული პირებზე პასუხისმგებელი იქნება.
კომისიაში შედიან: და ანა გრეტკერევიჩი – სალელი, კორინა მოგოლო - კამილიელი და მონიკა მახინსკა „ელიზაბედის დებისგან“.
მონაზვნებმა ილოცეს წმ. ჯუზეპინა ვანინის მიმართ, რომლის მოხსენიების დღეც სწორედ 16 ოქტომბერია.
გარდა ამისა, ერთობლივად აღნიშნეს მონაზონ ლორედანა მონეტის კურთხევიდან 50 წლის იუბილე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მონაზვნები: სალელ დედათა, წმ. იოსების მცირე ასულთა, გულმოწყალების დების, წმ. ელისაბედის დებისა და წმ. კამილოს ასულთა კონგრეგაციებიდან.
catholic.ge
Comments