top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საქართველოში წმიდა საყდრის ყოფილი დიპლომატი კარდინალი გახდა

იმ სასულიერო პირებს შორის, რომლებმაც 2024 წლის 7 დეკემბერს კარდინალის ტიტული მიიღეს, ერთ–ერთი იყო მთავარეპისკოპოსი როლანდას მაკრიკასი. იგი წლების განმავლობაში, საქართველოში, წმინდა საყდრის სადესპანოში მუშაობდა.

კარდინალი, როლანდას მაკრიკასი დაიბადა 1972 წლის 31 იანვარს ლიეტუვაში, ქალაქ ბიჯჟაში.

1996 წლის 20 ივნისს მღვდლად ხელი დაასხეს;

1996–2001 წლებში მსახურობდა ლიეტუვას ეპისკოპოსთა კონფერენციის მდივნად; 

2000 წელს აირჩიეს დიდი საიუბილეო წლის აღსანიშნავად შექმნილ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ; 

2004 წელს რომში, პაპის გრეგორიანულ უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი ეკლესიის ისტორიის დარგში;

2006 წლიდან დაინიშნა ვატიკანის დიპლომატიურ სამსახურში და მოღვაწეობდა ნუნციატურებში: საქართველოში, შვედეთში, აშშ-ში, გაბონში და წმიდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს გენერალურ საქმეთა განყოფილებაში.

 

2021 წლის 15 დეკემბრიდან როლანდას მაკრიკასი რომის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკის საგანგებო კომისარია. ეს ის ბაზილიკაა, რომელსაც პაპი ფრანცისკე სტუმრობს უცხოეთში  ყველა მოგზაურობის წინ და მის შემდეგ, ასევე პონტიფიკატის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენისას. 

 

2023 წლის 11 თებერვალს, პაპმა ფრანცისკემ იგი ტოლენტინოს ტიტულარულ მთავარეპისკოპოსად დანიშნა.

 

2023 წლის 15 აპრილს იგი წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ ეპისკოპოსად აკურთხა, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში. მაკრიკასს თან ახლდნენ კარდინალი სტანისლავ რილკო და არქიეპისკოპოსი ედგარ პენია პარა.

 

2024 წლის 20 მარტს პაპმა ფრანცისკემ უკვე ეპისკოპოსი რონალდას მაკრიკასი სანტა მარიამ მაჯორეს ბაზილიკის არქიპრეზბიტერ კუადიუტორად დანიშნა.

 

2024 წლის 7 დეკემბერს კი, სხვა 20 კანდიდატთან ერთად იგი აყვანილ იქნა კარდინალის ხარისხში.

 

კარდინალ როლანდას მაკრიკასის გარდა, 2023 წლის სექტემბერში  კარდინალის ტიტული მიიღო საქართველოში ვატიკანის საელჩოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა – კლაუდიო გუჯეროტიმ, რომელიც 2001 - 2011 წლებში, პაპის ნუნციუსი იყო საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.


შოთა გიქოშვილი

 

Comments


bottom of page