top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციუსს 'მადლიერების ჩიტი' გადაეცა

17 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით, საქართველოსა და სომხეთში უკვე ყოფილი წმინდა საყდრის სამოციქულო ნუნციუსის, მისი აღმატებულება ჟოზე აველინო ბეტენკურის პატივსაცემად, გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა.

საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქები, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.


საღამოზე მთავარეპისკოპოსს, ჟოზე აველინო ბეტენკურს ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებლებმა ვან­ო ჩხარტიშვილმა და ნანა გოთუამ ფონდის სპეციალური ჯილდო – „მადლიერების ჩიტი“ გადასცეს, ქართული მუსიკალური კულტურის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისათვის გაწეული გამორჩეული ღვაწლისათვის.

სწორედ მონსინიორ ჟოზე ბეტენკურის დიდი ჩართულობით ისტორიაში პირველად, 2022 წელს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში ქართული მრავალხმიანობის წარდგენა მოხდა.

ჯილდო „მადლიერების ჩიტი“ 2019 წელს შეიქმნა ფონდის დამფუძნებლის – ნანა გოთუას მიერ ფონდის პროექტების ხელშემწყობთათვის, განსაკუთრებული პატივისცემის და მადლიერების გამოსახატავად.

ჯილდო 2019 წლიდან დღემდე გადაეცათ: მონაკოს პრინცესა შარლინ უოტსტოკს, ანზორ ერქომაიშვილს, ტრისტან სიხარულიძეს, საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახურებსა და სხვა ღვაწლმოსილ პირებს.

წყარო: IPN

Коментарі


bottom of page