• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საქართველოში წმ. ნინოს დებს კიდევ ერთი მონაზონი შეემატათ


და შარლოტა, და მარიეტა და და ჟორჟეტი

წმ. ნინოს კონგრეგაციის დებს, რომლებიც ახალციხეში ცხოვრობენ, კიდევ ერთი მონაზონი შეემატათ. და შარლოტა კაჰამბუ კანიერე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდანაა (RDC). იგი ახალციხეში 2022 წლის მაისში ჩამოვიდა.


2006 წლის 22 ივლისს, რუანდაში პირველი სამონაზვნო აღთქმა დადო, 2013 წლის 20 აპრილს კი სამშობლოში, კონგოში ბოლო აღთქმა ჰქონდა.


2006 წლიდან 2021 წლის დეკემბრამდე იგი მისიონერი იყო რუანდის რესპუბლიკაში.


„საქართველოში ჩემი უფროსების თხოვნით ჩამოვედი და ვფიქრობ რომ კარგიქვეყანაა. აქაურობა რუანდის მთებს, ბორცვებსა და კლიმატს მახსენებს. აქ ხალხი ძირითადად გულწრფელი და გახსნილია. კარგადესმით საკუთარი კულტურა და მტკიცე არიან რწმენაში. მინდა სწრაფად ვისწავლო ქართული ენა, რომუკეთ გავიგო ხალხის“, – ამბობს და შარლოტკაჰამბუ კანიერე.


ცნობისათვის, და შარლოტამ ახალციხეში და პასკალინა ჩაანაცვლა, რომელიც საქართველოში 2007 წელს ჩამოვიდა და 2021 წლის სექტემბერში კონგოში დაბრუნდა.


და პასკალინას და და შარლოტას მუდმივი აღთქმა ერთად ჰქონდათ.


ამჟამად ახალციხეში წმ. ნინოს კონგრეგაციის სამი მონაზონი ცხოვრობს: და მარიეტ დეროშე, და ჟორჟეტ კატოვია საჰანი და შარლოტა კაჰამბუ კანიერე.


თაკო ფეიქრიშვილი