კათოლიკე ეკლესიაში, ლიტურიგიებზე საკითხავების მკითხველებისთვის, ფსალმუნის მგალობლებისა და სახარების განმცხადებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა შაბათს, 19 დეკემბერს 17:30 საათზე დაიგეგმა. მასში ჩართვა „სკაიპის“ საშუალებით იქნება შესაძლებელი.
„იმისათვის რომ უკეთ აღგვევლინა/განგვეცადა საშობაო ლიტურგიები, გადაწყდა ჩაგვეტარებინა ონლაინ შეხვედრა, რომელიც ეხება მკითხველებს, მედავითნეებს (ფსალმუნის მგალობელი), სახარების გამცხადებლებს. სკაიპის მეშვეობით შეიქმნება ჯგუფი და ყველა დაინტერესებულს შეეძლება შეუერთდეს, ამიტომ საჭიროა რომ მონაწილე სარგებლობდეს „სკაიპით“, - ნათქვამია ეკლესიის განცხადებაში.
ონლაინ შეხვედრის შესახებ სასულიერო პირებმა ინფორმაცია უკვე მიიღეს.
/თაკო ფეიქრიშვილი/
Comments