top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘სახარების გავრცელებას წინ გულმოწყალება უძღვის‘ - პაპი ფრანცისკე

17 მაისს წმინდა მამამ განაგრძო კატეხიზმოების ციკლი მოციქულთა მოშურნეობის შესახებ. ამჯერად,პაპმა თანამედროვე ეპოქის უდიდეს მისიონერსა და კათოლიკე მისიონერთა ზეციურ მფარველზე, წმინდა ფრანცისკე ქსავიერის შესახებ (1506-1552) ისაუბრა.


„ეს ესპანელი იეზუიტი, იესოს საზოგადოების ერთ-ერთი პირველი წევრი და მისიონერი იყო, რომელიც წარგზავნილიიყო ინდოეთის შორეულ მიწაზე. მიუხედავად დიდი სირთულეებისა და ხიფათისა, იგი ბევრი წლის მანძილზე სხვა კულტურის ადამიანებს აუწყებდა სახარებას. წმინდანი მზად იყო გადაეტანა დიდი სირთულეები, ხიფათი და მიეღწია აუთვისებელი ტერიტორიებისათვის, აბსოლუტურად უცნობი ერების, კულტურებისა და ენებისათვის. მისი ერთადერთი მამოძრავებელი ძალა იყო იესო ქრისტე და მისი სახარების უწყება, მას სურდა ასეთი გზით ბევრი ადამიანის მიყვანა ღმერთამდე და ხსნის ჭეშმარიტ მადლამდე“, - განმარტავს რომის ეპისკოპოსმა.


შედეგად, მისიონერი გაემართა ინდონეზიის შორეულ არქიპელაგზე. მოლუსკის კუნძულებზე დააარსა უამრავი ქრისტიანული საკრებულო, ადგილობრივ ენაზე შეადგინა კატეხიზმო.


მისი შემდეგი პუნქტი იაპონია იყო, მიწაზე, სადაც არცერთ ევროპელ მისიონერს ფეხი ჯერ არ დაედგა. მიუხედავად მრავალრიცხოვანი სირთულეებისა და ენის არცოდნისა, მისმა საქმემ უამრავი ნაყოფი გამოიღო. ფრანცისკე ქსავიერი აზიაში სახარების გავრცელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილად ჩინეთს მიიჩნევდა, მაგრამ ვერ მოასწრო ამ მისიის განხორციელება. იგი 46 წლის ასაკში პატარა კუნძულ შანჩუანზე გარდაიცვალა.


წმინდანის საგანგებო მისიონერულ საქმიანობას მუდამ წინ უძღოდა მისტიკური და ჭვრეტითი ლოცვა. წმინდანი სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის გამოირჩეოდა სნეულთა, ღარიბთა და ბავშვთა ზრუნვით.


„ქრისტეს სიყვარული იყო ძალა, რომელიც მისიონერში აღვივებდა ალს, რათა იგი წასულიყო ყველაზე უკიდურეს შორეულ ქვეყნებში, გადაელახა სირთულეები, ხიფათი, წარუმატებლობა, იმედგაცრუება და სასოწარკვეთა. სწორედ, ღვთის სიყვარულმა შობა წმინდა ფრანცისკე ქსავიერში სიხარული და ნუგეში იმისა, რომ იგი გაჰყოლოდა უფალს და ემსახურა მისთვის სიცოცხლის ბოლომდე“, - აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page