top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სემინარია, სადაც ქართველი კათოლიკე მღვდლები სწავლობდნენ დაარსების 30 წლისთავს აღნიშნავს

2023 წელს, სანკტ–პეტერბურგის კათოლიკური სასულიერო სემინარია „მარიამი, მოციქულთა დედუფალი“, დაარსების 30 წლისთავს აღნიშნავს. ამ სემინარიაში სწავლობდნენ: მამა პაატა ქომოშვილი, მამა მიხეილ სურმავა, მამა მიხეილ ხაჩკალიანი. სემინარია დააარსა ღვთის მსახურმა, დონ ბერნარდო ანტონინიმ.

1993 წელს, არქიეპისკოპოსმა, თადეუშ კონდრუსევიჩმა ხელი მოაწერა უმაღლესი სასულიერო სემინარიის, “მარიამი, მოციქულთა დედუფალი” - ის დაარსების დეკრეტს.


პირველი ორი წელი სემინარია მოსკოვში იყო, ხოლო 1995 წლიდან იგი დაუბრუნდა თავის ისტორიულ შენობას სანკტ–პეტერბურგში. სემინარიის არსებობიდან სამი ათწლეულის განმავლობაში იგი დაამთავრა 100–მა სემინარიელმა და დღეს ისინი მსახურებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: რუსეთში, ყაზახეთში, ბელორუსში, ლატვიაში, საქართველოში და ა.შ. „მიუხედავად იმისა, რომ ამ სემინარიის კურსდამთავრებულებს საზღვრები ყოფს, მათ აერთიანებს ცოდნა, რომელიც ამ სემინარიაში მიიღეს“, - ამბობსსემინარიის რექტორი, მღვდელი სერგეი ტიმოშოვი.


„დღეისათვის, სემინარიაში და მასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ემზადებიან არა მხოლოდ მომავალი მღვდლები, არამედ მომავალი პერმანენტული დიაკვნები, ბერ-მონაზვნები და საერო პირები. ეს საშუალებას გვაძლევს მომავალს ვუყუროთ პოზიტიურად, მიუხედავად იმისა, რომ სემინარიელების რიცხვმა იკლო“, - თქვა ქადაგებისას არქიეპისკოპოსმა, მოსკოვის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მიტროპოლიტმა პაოლო პეციმ.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი





Comments


bottom of page