top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სემინარიელი ილია შაბაშვილი სწავლას იტალიაში განაგრძობს

ქართველი კათოლიკე სემინარიელი, ილია შაბაშვილი სასულიერო სწავლებას იტალიაში, სეზანოს სამრევლოში განაგრძობს. იგი ამავე სამრევლოს სტიგმელთა კონგრეგაციას შეუერთდა.

15 სექტემბერს, იტალიაში, სეზანოს სამლოცველოში, ქართველი კათოლიკე სემინარიელი ილია შაბაშვილმა სტიგმელთა კონგრეგაციას შეუერთდა. იგი სამრევლოს საქართველოში სტიგმელთა კონგრეგაციის წარმომადგენელმა, მამა გაბრიელე ბრაგანტინიმ წარუდგინა. მანვე აღავლინა ლიტურგია სეზანოს სამლოცველოში.


ილია შაბაშვილი პოსტულანტია ანუ პირი, რომელმაც კონგრეგაციაში მიღება ითხოვა, მაგრამ ჯერ არ არის ნოვიციუსი (მორჩილი, რელიგიური ინსტიტუციის ნოვიციატში მიღებული პირი).


"ამჟამად ვარ ქალაქ სეზანოში, სადაც ვიცხოვრებ ერთი წელი და გავივლი ნოვიციატს, რომელიც ნოემბერში უნდა დაიწყოს. მანამდე ვისწავლი იტალიურ ენას და მოვემზადები ნოვიციატისთვის", – ამბობს ილია შაბაშვილი.


15 სექტემბერს მამა გაბრიელე ბრაგანტინის მიერ იტალიაში, ქალაქს სეზანოს სამლოცველოში აღვლენილ ლიტურგიაზე კიდევ სამმა პიროვნებამ ითხოვა პოსტულანტობა (კონგრეგაციაში შესვლა) და ერთმა სტიგმელმა მიიღო ლექტორატისა და აკოლიტის წოდება.


Catholic.ge

Comments


bottom of page