top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სერბეთის პატრიარქი მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს



სერბეთის პატრიარქმა, მაკედონიის საპატრიარქოს ავტოკეფალიის აღიარების წერილი გაუგზავნა, რითაც 55 წლიან დავას საბოლოოდ დაუსვა წერტილი.

24 მაისს, სკოპიეში წმინდა კლიმენტის საკათედრო ტაძარში, ოქრიდის არქიეპისკოპოსთან ერთობლივად აღვლენილი ლიტურგიის ბოლოს, პატრიარქმა პორფირიმ მორწმუნეებს გამოუცხადა, რომ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ერთხმად მიიღო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის თხოვნა და აღიარა მისი დამოუკიდებლობა (ავტოკეფალია).


აღნიშნული აღიარება მოჰყვა კონსტანტინოპოლის პატრიარქის გადაწყვეტილებას, რომ საბოლოოდ წერტილი დაესვათ სკოპიის მართლმადიდებელ ეკლესიასა და დანარჩენი მართლმადიდებელი სამყაროს შორის არსებულ განხეთქილებას, რომელიც 1967 წელს აღმოცენდა.


მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები 1913 წლიდანანუ იმ დროიდან, როცა მაკედონია–ბარდარის მხარე შეუერთდა სერბეთს, განეკუთვნებიან სერბეთის იურისდიქციას. 1943 წელს შექმნილმა მაკედონიის სინოდმა, თხოვნით მიმართა სერბეთს, შექმნილიყო ოქრიდის მთავარსაეპისკოპოსო, რაც საშუალებას მისცემდა სკოპიეს სინოდს, ბელგრადისგან დამოუკიდებელი ყოფილიყო. აღნიშნული 1959 წელს ჩაახშო იუგოსლავიის ხელისუფლებამ, ხოლო 1967 წელს, მესამე სინოდურ კრებაზე, მაკედონიამ გამოაცხადა თავისი ავტოკეფალია და სრული ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა. ბელგრადმა მაშინ მაკედონიის ეკლესიის სასულიერო პირები განხეთქილების შემტანებად გამოაცხადა. სწორედ ამ დროიდან მოხდა მაკედონიის ეკლესიის იზოლაცია დანარჩენი მართლმადიდებელი სამყაროსგან.


იუგოსლავიის დაცემის შემდეგ, სერბეთის საპატრიარქო ცდილობდა კონტროლი აღედგინა მაკედონიის ეკლესიაზე. მრავალი წლის მანძილზე დამოუკიდებლობის საკითხი ორ ეკლესიასა და მათ ხელმძღვანელებს შორის ბრძოლის ველად იყო გადაქცეული, რამაც გავლენა იქონია დიპლომატიურ საკითხებზეც. მაგალითად: 2005 წელს, სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი უთხრა მაკედონიის დელეგაციას როხორო პჩინსკის მონასტერში შესვლაზე.არაერთხელ უთხრეს უარი სერბ სასულიერო პირებს, საეკლესიო სამოსელში მაკედონიის ტერიტორიაზე შესვლაზე სასაზღვრო პოლიციელებმა.


10 მაისს, კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ოქრიდის უმაღლესი საეპისკოპოსო ცნო კანონიკურად და ნამდვილად მთელს მართლმადიდებელ სამყაროში. თავდაპირველად,საბერძნეთის სასულიერო პირების მიერ კამათის საგნად ქცეულმა საკითხმა, თავი შეაკავებინა პატრიარქს მოეხსენიებინა, როგორც მაკედონიის ეკლესია, თუმცა სიკეთე არ დააყოვნა და სერბეთის დედა ეკლესიამ აღიარა მაკედონიის ეკლესიის სრული დამოუკიდებლობა – ოქრიდის მთავარსაეპისკოპოსო.


ასე რომ 55 წლის შემდეგ, პატრიარქ პორფირის განცხადებამ საძირკველი ჩაუყარა ორი ეკლესიის შერიგებისკენ მიმავალ გზას და უფრო ფართო მასშტაბები შესძინა სერბეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის სიტუაციის ნორმალიზებას. მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალიის ფორმალური აღიარება გამოცხადებული უნდა იქნას ოფიციალურად კონსტანტინოპოლის პატრიარის, ბართლობეს მიერ, რომელიც არის მსოფლიო მართლმადიდებლური სამყაროს სულიერი ლიდერი – ნათქვამია eastjournal.net – ის სტატიაში.


წყარო: https://www.eastjournal.net/archives/126038?fbclid=IwAR3j2vubtpLWrIeLUOoD-iiUXmQG2BcI-USFrqm0foQrx1U8Rid_UTsRFbE






Comments


bottom of page