• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სერგეი ლავროვსა და ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შორის საუბარი შედგა



ვატიკანის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კარდინალმა გაიმეორა პაპის მიმართვა და ნებისმიერი სახის შუამავლებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.


ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, პიეტრო პაროლინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს შორის დღეს, 8 მარტს სატელეფონო საუბარი შედგა.


კარდინალმა გაიმეორა ის, რაც პაპმა ფრანცისკემ რამდენჯერმე ითხოვა.კერძოდ, დასრულდესსაბრძოლო მოქმედებები. პაროლინიმასევე გამოხატა მზადყოფნა წმინდა საყდრის მხრიდანნებისმიერი სახის შუამავლობისთვის, რომელიც სასარგებლო იქნება მშვიდობის ხელშეწყობისთვის.


ვატიკანისპრეს–სამსახურის უფროსი, მატეო ბრუნი, ადასტურებს ორ მხარეს შორის სატელეფონო საუბრის ნამდვილობას და ამატებს, რომ კარდინალმა ლავროვს გადასცა პაპ ფრანცისკეს ღრმა შეშფოთება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო და დაადასტურა რომ პაპის მოუწოდებს შეწყდეს შეიარაღებული თავდასხმები, გაიხსნასჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოსახლეობისა და მაშველებისთვის, იარაღით ძალადობა მოლაპარაკებებით შეიცვალოს.


მათივე ინფორმაციით, სატელეფონო ზარის დასასრულს, პაროლინიმკიდევ ერთხელ დაადასტურა წმინდა საყდრის მზადყოფნა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ თავი დადო მშვიდობის სამსახურში.


აღნიშნული საუბრის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


„მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მალე გაიმართება და საომარი მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, საკვანძო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწევენ“, – ნათქვამია რუსულ წყაროში.


ლავროვის გარემოცვა განმარტავს, რომ მინისტრმა პაროლინს აცნობა რუსული მოტივები,უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის მიზეზები და მიზნები.


„შეგახსენებთ, გასულ კვირას, პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაც უკრაინაში მიმდინარეობს, არ არის სამხედრო ოპერაცია, არამედ ომი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ღონისძიებებზე, ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებასა და მათ განხორციელებაზე, ასევე ლტოლვილთა დახმარებაზე“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


წყარო: www.vaticannews.va