
ქრისტიანულ შტატ კაიაში სამხედროებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და დაწვეს. 38 დაღუპულს შორის, ქალები და ბავშვებიც არიან. გაუჩინარდა ორგანიზაცია Save the Children-ის ორი თანამშრომელი.
მიანმარში სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილებმა, სამხედროების მიერ დაგეგმილის შესახებ 24 დეკემბერს ჰპრუსოში განაცხადეს. აღმოსავლეთში, კაიას შტატში, ავტომაგისტრალზე ტრანზიტულ კოლონებში მიმავალ ავტომანქანებს თავს დაესხნენ, შემდეგ კი დაწვეს და მგზავრები დახოცეს. დაფიქსირდა 38 გარდაცვალება, მათ შორის ერთი ბავშვი და ორი Save the Children ორგანიზაციის მუშაკია.
ადგილობრივი, კარენის სამხედროებმა განახორციელეს ცივსისხლიანი ხოცვა-ჟლეტა.
კაიაში მოსახლეობის თითქმის ნახევარი ქრისტიანია, ძირითადად კათოლიკეები. ხოცვის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ბირმის სამთავრობო ჯარები, ქვეყანაში ხელისუფლებაში მყოფი სამხედრო ხუნტას ბრძანებით, ცეცხლსასროლი იარაღით ერთ ადგილზე კრეფდნენ და შემდეგ ხოცავდნენმშვიდობიან მოქალაქეებს. რისშემდეგაც, მათ სატვირთო მანქანებში ყრიდნენ და წვავდნენ.
ზოგიერთი მოწმის თქმით, დაზარალებულები გაექცნენ შეიარაღებულ ჯგუფებს და მიანმარის არმიას შორეულ სოფელ კოი ნგანის მახლობლად, სადაც შეაჩერეს სამთავრობო ჯარებმა დასავლეთ ჰპრუსოში ლტოლვილთა ბანაკებისკენ მიმავალ გზაზე.
გაეროს, ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში მდივნის მოადგილემ მარტინ გრიფიტმა თქვა, რომ ის აღშფოთებულია და გმობს ამ სერიოზულ ინციდენტს და ყველა თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობაზე ქვეყანაში, რაც აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით.
სამხედრო რეპრესიების სისასტიკის დასადასტურებლად, რამდენიმე დღის წინ BBC-მ დაადასტურა ივლისში მშვიდობიანი მოსახლეობის ოთხი მასობრივი თავდასხმა, რასაც 40 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი სასწრაფოდ დაკრძალეს ტყეში საგაინგის რაიონში, სადაც იყო სამხედრო და სახალხო თავდაცვას შორის შეტაკებების ცენტრი.
შესაძლოა, რეჟიმის საერთაშორიოს ყურადღების ცენტრში მოქცევის გამო, ხელახლა გადაიდო სამხედრო სასამართლო პროცესი, სადაც უნდა გაასამართლონ აუნ სან სუ ჩი მოწყობილობების უკანონო ფლობისთვის და რადიო სიგნალებში ჩარევისთვის. სასამართლო, რომელიც 20 დეკემბერს უნდა გამართულიყო 10 იანვრისთვის გადაიდო. ინფორმაცია გაავრცელა იმ ქალთან დაახლოებულმა წყარომ, რომელიც გახდა დიქტატურის წინააღმდეგ არაძალადობრივი ბრძოლის სიმბოლო და 2015 წლიდან, როგორც ეროვნული მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
გასულ წელს, 1–ელ თებერვალს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, პრეზიდენტი, პოლიტიკური და ინსტიტუციური კლასის დიდი ნაწილი დააპატიმრეს და ათეულობით საქმეზე უკვე ბრალი წაუყენეს, რომლებიც უმეტესწილად ყალბი იყო და მიზნად ისახავდა ეიძულებინა აუნგ სან სუუ კიის და მის დემოკრატიის ეროვნული ლიგას, მიეღოთ სამხედრო კონტროლი მიანმარზე და გზას გაეხსნათ ახალი დემოკრატიული არჩევნებისა და ახალი ხელმძღვანელობისათვის, რომელიც შეიცვალა 2020 წლის ნოემბრის კენჭისყრის შედეგად, სამხედრო რეჟიმის მიერ.
კარდინალ ჩარლზ ბომ, იანგონის არქიეპისკოპოსმა სასტიკად დაგმო აოდის სოფელ მო სოში, ჰპრუსოში, კაიას შტატში, მიანმარში, იმ დღეს ნაპოვნი სულ მცირე 38 ადამიანის, ძირითადად ქალებისა და ბავშვების დახოცვა. შობის დღესასწაულზე სამი მანქანა დაიწვა.

26 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში კარდინალი თავდასხმას განმარტავს აღნიშნულს. როგორც არაადამიანურ,ენით გამოუთქმელ და საზიზღარ აქტს. იგი ლოცულობს მსხვერპლთა და მათი ახლობლებისთვის.
„ძმები, რომლებიც კლავენ ძმებს, დები, რომლებიც კლავენ დებს, ეს არასდროს იქნება ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის საშუალება. იარაღი არ არის პასუხი“, – განმარტავს კარდინალი ბო.
„ჩვენი საყვარელი მიანმარი ახლა საომარ ზონად არის ქცეული“, - თქვა კარდინალმა ბომ, ასევე ყურადღება გაამახვილა საჰაერო თავდასხმებზე კაინის შტატში, რომელმაც აიძულა ათასობით ადამიანი გაქცეულიყო ტაილანდის საზღვებთან და ჩინის შტატში ტანტლანგში დაბომბვისთვის თავი შეეფარებინათ. როდის დასრულდება ეს ყველაფერი? როდის შეწყდება ათწლეულის განმავლობაში სამოქალაქო ომი მიანმარში? როდის შევძლებთ გვქონდეს ნამდვილი მშვიდობა, სამართლიანობა და ნამდვილი თავისუფლება? როდის შევწყვეტთ ერთმანეთის მკვლელობას? - კითხულობს კარდინალი მოხსენებაში. აღნიშნული გაავრცელა Vaican News ინტერნეტ პორტალმა.
წყარო: https://www.avvenire.it
შოთა გიქოშვილი