11 ოქტომბერს, პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, სამოციქულო სასახლეში, პირად აუდიენციაზე მიიღო სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი.

მხარეებმა გამოხატეს კმაყოფილება წმინდა საყდარსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და გამტკიცების შესახებ. ვატიკანის პრესს სამსახურის ცნობით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში შექმნილ საერთაშორისპო პოლიტიკურ საკითხებზე.
სომხეთის პრეზიდენტი, პაპთან შეხვედრის შემდეგ ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის და საგარეო საკითხთა მდივანს, არქიეპისკოპოს, პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი