• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სომხეთში მშვიდობის დასამყარებლად ვატიკანში წირვა აღევლინა


25 ოქტომბერს, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ სანტა მარია მაჯორეს პონტიფიკალურ ბაზილიკაში სომხეთში მშვიდობისათვის წმინდა წირვა აღავლინა. ღვთისმსახურება მიეძღვნა წმინდა საყდარსა და სომხეთის სახელმწიფოებს შორის 30 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს.


მსახურებას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, ჟურნალისტები და სომხური თემის წარმომადგენლები დაესწრნენ.


Vatican News - თან ინტერვიუში წმინდა საყდართან სომხეთის ელჩმა, კარენ ნაზარიანმა გამოთქვა იმედი, რომ წმინდა წირვა და ლოცვები დაეხმარებათ ჭეშმარიტი მშიდობის დამყარებაში, რომელსაც სომხეთი და მთელი მსოფლიო დღეს, ისე საჭიროებს, როგორც არასდროს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

0 comments