თურქეთის მოქალაქე, სებაჰათინ გიოკი, რომელიც სტამბოლში თაღლითური გზით, კათოლიკური ტაძრის გაყვიდვას ცდილობდა, თურქეთის პოლიციამ დააკავა. მას ბრალად ედება საბუთების გაყალბება და თაღლითური გზით დიდძალი თანხის მითვისების მცდელობა.
ინფორმაციას, საინფორმაციო გამოცემა „Fides“-ზე დაყრდნობით, სააგენტო „ბლოგოვესტ-ინფო“ ავრცელებს.
ტაძარი, რომლის შესახებაცაა საუბარი, წმიდა ანტონ პადოველის სახელობისაა. იგი XX საუკუნეში, იტალიელი სამეფო ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწაზე გაშენდა. 1917 წელს მიწის მესაკუთრეებმა ტერიტორიაზე უფლება სამრევლო ასოციაციას გადასცეს.
2016 წელს, სებაჰით გიოკმა, თავი გამოაცხადა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა კანონიერ წარმომადგენლად, სადაც მდებარეობს წმინდა ანტონის ბაზილიკა და იგი აუქციონზე გაიტანა.
გოკმა სტამბოლის ხელისუფლებას წარუდგინა მიწის უფლებამოსილების პაკეტი და მინდობილობა იტალიის, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის მოქალაქეებისგან, რომლებმაც თითქოს საკუთრებაში გადასცეს მას მიწა და გამოიტანა აუცქიონზე გასაყიდად.
იმ ტერიტორიაზე, სადაც ტაძარი დგას, რამდენიმე ქვეყნის საკონსულოა, ამიტომაც ამ უბანში მიწის ფასი საკმაოდ ძვირია.
2020 წელს, ამავე ტაძარში მოღვაწე ფრანცისკანელთა საკრებულომ, თურქეთის სასამართლოს თხოვნით მიმართა, ტაძარი გაყიდვისაგან დაეცვათ. გამოძიების მსვლელობისას დაადგინდა, რომ ამ ტაძრის გარდა, გიკოკი და მისი მოკავშირეები ამავე სქემით ცდილობდნენ სტამბოლში რამდენიმე შენობა-ნაგებობა გაეყიდათ, მათ შორის იყო ეკლესიებიც. სასამართლომ გიოკის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის 34 სხვადასხვა საქმე აღძრა.
წმიდა ანტონ პადოველის ბაზილიკა, ერთ-ერთი უდიდესი კათოლიკური ტაძარია სტამბოლში. ამ ადგილზე პირველი ეკლესია იტალიელეთა საზოგადოებამ XVIII საუკუნეში ააგო. დღევანდელი შენობა კი, წარმოშობით იტალიელი, სტამბოლელი არქიტექტორის, ჯულიო მონჯერის პროექტით, 1906-1912 წლებში აშენდა.
1934-1944 წლებში ამ ტაძარში მსახურობდა წმიდა საყდრის სამოციქულო დელეგატი თურქეთში, არქიეპისკოპოსი ანჯელო რონკალი, შემდგომში პაპი, წმინდა იოანე XXIII (1958-1963). არქიეპისკოპოსი რონკალი თავისუფლად ფლობდა თურქულ ენას, ამიტომაც მას სტამბოლელები „თურქ პაპს“ უწოდებდნენ. 2006 წელს, პაპმა ბენედიქტე XVI-მ, თურქეთში ვიზიტის დროს, ბაზილიკის ეზოში იოანე ოცდამესამის ძეგლი გახსნა.
თარგმანი – შოთა გიქოშვილი
Comments