• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘სურვილი მაქვს უკრაინაში ჩავიდე’ – პაპის პასუხი უკრაინელ ბავშვს

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 4 ივნისს ვატიკანის სამოციქულო სასახლის შიდა ეზოში, პაპი ფრანცისკე ბავშვებს შეხვდა. შეხვედრაზე 160 ბავშვს შორის მიწვეული იყვნენ უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვები, რომლებმაც პაპს სთხოვეს მოენახულებინა მათი სამშობლო – უკრაინა. პაპმა მათ უთხრა, რომ სურს უკრაინაში ჩასვლა და ამას გააკეთებს, როგორც კი საშუალება გამოჩნდება.



“მე მქვია ზახარი, ვარ უკრაინიდან. შეკითხვაზე მეტად, სათხოვარი მაქვს თქვენთან. თუ შეგიძლიათ, რომ ჩახვიდეთ უკრაინაში, რათა გადაარჩინოთ ის ბავშვები, რომლებიც იქ იტანჯებიან?“ – მსგავსი შინაარსის შეკითხვა დაუსვა იქ მონაწილეთაგან ერთ–ერთმა ბავშვმა.


შეხვედრა, რომელიც ბავშვთა საერთაშორისოდღეს მიეძღვნა „ბავშვთა მხარდაჭერის ინიციატივას“ ეფუძნებოდა და იგი პაპის კულტურის კომისიის ორგანიზებით გაიმართა. პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, პაპი რთული სოციალური მდგომარეობის მქონე ბავშვებს უკვე მერვედ შეხვდა. შეხვედრას დიალოგის ფორმა ჰქონდა.


წმინდა მამამ ამ სიტყვებით უპასუხა ზახარის შეკითხვას:


„მიხარია თქვენი ნახვა. ბევრს ვფიქრობ უკრაინაში დარჩენილ ბავშვებზე, ამიტომ რამდენიმე კარდინალი გავაგზავნე დახმარებისთვის. რა თქმა უნდა, ისინი იქნებიან ყველა ადამიანისათვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ბავშვებთან სიახლოვის გამოსახატავად. მე მინდა უკრაინაში წასვლა, მაგრამ შესაფერის მომენტს უნდა დაველოდო, გესმის? იმიტომ, რომ ადვილი არ არის ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებსაც შეუძლიათ უფრო მეტი ზიანი მიაყენონ მსოფლიოს, ვიდრე დახმარება. მე უნდა ვიპოვო შესაფერისი დრო ამის გასაკეთებლად. მომავალ კვირას შევხვდები უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც მოვლენ სასაუბროდ და ასევე ვისაუბრებთ ჩემს შესაძლო ვიზიტზე. ვნახოთ, რა გამოვა“, – უპასუხა წმინდა მამამ.





წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი