ესპანეთში, ქალაქ სალამანკას საკათედრო ტაძარში მოეწყოგამოფენა, სადაც წარმოდგენილია ადამიანის ზომის იესოს ქანდაკება. იგი რეკონსტრუირებულია ტურინის სამოსელზე დაფიქსირებული კვალის საფუძველზე.
სპეციალისტთა ჯგუფი 15 წელი სწავლობდა წმინდა რელიკვიაში არსებულ ყველა დეტალს და ტილოზე დაფიქსირებული ყველა ანატომიური დეტალისა და ტანჯვის ყველა კვალის რეპროდუცირებას.
გამოფენა სახელწოდებით “The Mystery Man” სალამანკაში 14 ოქტომბერს გაიხსნა. ორგანიზატორების თქმით, ექსპონატები ტაძარში რამდენიმე თვე დარჩება, შემდეგ კი მოივლის ხუთივე კონტინენტის ქვეყნებს.
ლატექსის ხსნარითა და სილიკონით დამზადებული ადამიანის ზომის იესოს ქანდაკება დაახლოებით 75 კილოგრამს იწონის დაშეხებისას ადამიანის ნამდვილ სხეულს ჰგავს.„სალამანკის ეპისკოპოსი, ხოლე ლუის რეტამა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ნახა ექსპონატი, რამდენიმე წამის განმავლობაში დუმილში ფიქრობდა. იგი გაოცებული იყო მისი, როგორც ნატანჯი ადამიანის სხეულის სიზუსტით“, - წერს გამოცემა ACI Prensa.
საკათედრო ტაძარში წარმოდგენილი ქანდაკებას ფეხები ოდნავ მოხრილი აქვს და ხელებგადაჯვარედინებული მწოლიარე მდგომარეობაშია. ოდნავ მაღლა აქვს თავი წამოწეული, სადაც ნათლად ჩანს ეკლის გვირგვინით მიყენებული ჭრილობები და ნაკაწრები, მხრებზე შეიმჩნევა ხის სიმძიმით მიყენებული სისხლჩაქცევები. „ხოლო კანზე, ფრჩხილებქვეშ, ხელის გულებსა და ფეხის ტერფებზე ჭრილობები, რაც გამოწვეულია გაშოლტვით. მეხუთე და მეექვსე ნეკნს შორის, მარჯვენა მხარეს, დიდი ჭრილობა აქვს, გატეხილი აქვს ცხვირი და დაზიანებული აქვს მარჯვენა თვალი“, - აღწერს გამოცემა.
ქანდაკებაზე არ აღინიშნება ყალბი, გადაჭარბებული დამოკიდებულება. მამაკაცის მთლიანი სხეული, რაც სუდარაზეა აღბეჭდილი, წინადაცვეთითურთ ყველანაირი გადაჭარბების გარეშეა. ფიგურის უფრო მეტი ბუნებრიობისათვის გამოყენებულია ადამიანის თმები. დამთვალიერებლებს შეუძლიათ დეტალებში ნახონ ქადაკება. მათ ასევე შეუძლიათ ახლოს მისვლა, მაგრამ აუცილებელი მოთხოვნაა ხელის არ შეხება.
ალვერო ბლანკომ, რომელმაც 15 წელი მიუძღვნა კვლევას, გამოფენის გახსნის დღეს განაცხადა, რომ თავს ნამდვილად იესოს წინაშე გრძნობდა.
წყარო: deon.pl
შოთა გიქოშვილი
Commentaires