„7 ივნისს,უზბეკეთში მიღებული ახალი კანონი სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ, მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ყოფას ქვეყანაში“, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Fides-ს, უზბეკეთის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი იეჟი მაცულევიჩი და სამარყანდის სამრევლოს წინამძღვარი, მღვდელი, განკაცებული სიტყვის ინსტიტუტიდან, მამა არიელ ალვარეს ტონკოვიჩი ესაუბრა.
“აღნიშნული კანონპროექტი ეხება ყველა რელიგიურ კონფესიას უზბეკეთში და ხაზს უსვამს სინდისის თავისუფლებას. ყველას შეუძლია აირჩიოს თავისუფლად საკუთარი მრწამსი”, – განმარტა მღვდელმა ტონკოვიჩმა და დაამატა, რომ უზბეკეთში მკვეთარდ არის გამიჯნული ერთმანეთისგან სახელმწიფო და რელიგია. მისივე თქმით, ახალი კანონი შეუმსუბუქებს ყოფას ამ ქვეყანაში მოღვაწე მისიონერებს. “ამ ქვეყანაში სიტყვა მისია არ არის დადებითად გაგებული, არამდ აქ ითვლება, რომ ძალდატანებით უნდა დაარწმუნო ვინმე და სხვა რელიგიებს წაართვა მორწმუნეები.ახალი კანონის დამსახურება ისაა, რომ იგი განმარტავს მისიისა და პროზელიტიზმის არსს. უზბეკეთში აკრძალულია წნეხის საშუალებით მეორე ადამიანის გადაბირება სხვა რელიგიაზე“,– აღნიშნა მღვდელმა.
ეს შედეგი არის უზბეკეთის სამოციქულო ადმინისტრატორის დამსახურება, რომელიც სხვა რელიგიის ლიდერებთან ერთად მონაწილეობდა კანონის მსჯელობაში. სახელმწიფომ კი თავის მხრივ, სანამ დაამტკიცებდა ახალ კანონს, კონსულტაციები გაიარა რელიგიის ლიდერებთან.
“ამ კანონის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ იგი არ უკრძალავს ბავშვებს მივიდნენ რელიგიურ დაწესებულებაში საკუთარი ნება–სურვილითა და მშობლების ნებართვით. ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ აქ საუბარია ზომებზე, რომლებიც საშუალებას მოგვცემს მშვიდად მუშაობისა ახალი შეზღუდვების გარეშე”, – თქვა მღვდელმა ტონკოვიჩმა.
კანონი სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ, ითვალისწინებს და მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოაქვს ბიუროკრატიულ პროცედურებში სამრევლოების რეგისტრაციის კუთხით. ადრე, კათოლიკური სამრევლოების რეგისტრაციისათვის საჭირო იყო სულ ცოტა ასი ხელმოწერა მათგან, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ მისულიყვნენ აღნიშნულ სამრევლოში და ასევე საჭირო იყო ნებართვა რაიონის მცხოვრებთაგან, სადაც ეს სამრევლო უნდა ყოფილიყო. ახლა საჭიროა მხოლოდ ორმოცადაათი ხელმოწერა და არანაირი ნებართვა რაიონის მცხოვრებთაგან. უარის შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია დაასაბუთოს აღნიშნული.
ეპისკოპოსმა, იეჟი მაცულევიჩი ამბობს, რომ უზბეკეთში ყოველთვის სუფევდა ეკუმენური სულისკვეთება. აქ, უძველესი დროიდან სხვადასხვა რელიგია და კულტურები თანაცხოვრობენ. ქალაქ ბუხარეში არის სინაგოგა, რომელიც 66 წელს ითვლის, თუმცა აქ ებრაელები უკვე ორი ათას წელზე მეტია ცხოვრობენ. მერვე ასწლეულიში კი გამოჩნდა უკვე მუსლიმური თემი, ხოლო მეცამეტე საუკუნეში ქრისტიანი–ნესტორიანელები. საბჭოთა კავშირმა დიდად შეუწყო ხელი უზბეკეთში მრავალეთნიკურობას. აქ, ციმბირის ბანაკების შემდეგ ჩამოსახლდნენ პოლონელები, გამომდინარე კარგი კლიმატიდან და თანამემამულეების სიმრავლისგან. უზბეკეთის პარლამენტის მონაცემებით, ამჟამადუზბეკეთის ტერიტორიაზე 2 277 რელიგიური ორგანიზაცია და 16 სხვადასხვა რელიგიური კონფესია. აქედან 2 094 მუსლიმური საკრებულო, რომლებსაც აქვთ 2 067 მეჩეთი, ერთი – კრიშნაიდების საკრებულო, ერთი ბუდისტების საკრებულო, გარდა ამისა უზბეკეთში მოქმედებს კონფესიათაშორისი ბიბლიური საზოგადოება.
ადგილბრივი მცირე კათოლიკური საკრებულო დაახლოებით 3 000 მონათლულ კათოლიკეს და 5 სამრევლოს ითვლის. ესენია:ტაშკენტში, სამარყანდში, ბუხარეში, ურგენჩეში, ფერგანესა და ანგრენეში (იგეგმება ახალი ტაძრის მშენებლობა 25 მორწმუნისათვის).
წყარო: www.vaticannews.va
Comments