წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი, მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი მომავალ კვირას კიევში გაემგზავრება. ის ამბობს, რომ წმინდა საყდარი ყოველთვის ტოვებს სივრცეს დიალოგისთვის, მშვიდობის მისაღწევად.
ნატოს სტრატეგიასა და ზოგადად კონფლიქტზე, არქიეპისკოპოსმა გალაჰერმა არაერთხელ გაიმეორა, რომ „პაპი აღიარებს უსაფრთხოების ნებისმიერ მნიშვნელობას და შესაბამისად, თავდაცვას - იმ პირობით, რომ ის იქნება „პროპორციული“. პაპი, ამბობს, რომ არის „ძალიან ფრთხილად, რათა არ შევიდეს ახალ შეიარაღებულ რბოლაში, მაგრამ ყოველთვის ტოვებს სივრცეს დიალოგისა და დისკუსიისთვის მშვიდობის მიღწევის მიზნით. ეს ასევე ეხება კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხს. მას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, მაგრამ შეიარაღების შეჯიბრი თავიდან უნდა იქნას აცილებული, იმიტომ, რომ ომის წინაშე ვდგავართ. ეს ომი საშიშია მისი "ბირთვული განზომილების" გამო“, – ამბობს იერარქი.
„წმიდა საყდრის პოზიცია ეფუძნება დიალოგის ნებისმიერი მცდელობის მხარდაჭერას. გამოსავალი უნდა მოიძებნოს. როგორც ცივი ომის დროს, წმიდა საყდარი „ქმნის სივრცეებს დიალოგისთვის“, რათა ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას და გადაწყვეტილებების ძიებას“.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა საკმარისი სოლიდარობის ნიშნები ამ ომში, როგორიცაა კარდინალების მოგზაურობები, რომლებიც პაპმა გაგზავნა უკრაინაში, ან აზოვის ბატალიონის მეთაურების ცოლების მიღება წმინდა პეტრეს მოედანზე?
გალაჰერმა უპასუხა: „ეს საკმარისი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი ჟესტია, რათა წაახალისოს და გააჩინოს იმედი, რადგან პაპი არის "ჟესტების მასწავლებელი", უკიდურესად მგრძნობიარეა მთელი მსოფლიოს ტანჯვის მიმართ. საუბარია აგრეთვე რწმენაზე, რომ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს დიპლომატიურ საქმიანობაში, მით უმეტეს, თუ მათზეა დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლე. აუცილებელია მათი პირადი სარგებლობისთვის გამოყენების რისკების თავიდან აცილება, „პირდაპირობისა და გულწრფელობისაკენ“ დაბრუნება“, – აღნიშნა გალაჰერმა.
შემდეგ, იერარქის ხედვა გადავიდა საერთაშორისო ასპარეზზე: „შეერთებული შტატებიდან და ჩინეთიდან დაწყებული, მთავარიაქტორები, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. არქიეპისკოპოსი ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „მოვალეობის შესრულებისას არის მორალური პასუხისმგებლობა“. კერძოდ, ჩინეთთან ურთიერთობების საკითხებში, მთავარეპისკოპოსი განმარტავს, რომ „წმიდა საყდარი მრავალი წელია ხელს უწყობს დიალოგს, პირველ რიგში, საეკლესიო საკითხზე. ეს ყოველთვის ადვილი არ არის, რადგან ვერ იარსებებს დიალოგი სირთულეების გარეშე, ყოველთვის არ არის შესაძლებელი სასურველი შედეგების მიღწევა, მაგრამ წმიდა საყდარი ამხნევებს ჩინეთს თავისი როლის შესრულებაში მთელს მსოფლიოში.
უკრაინის ომი ასევე მიუთითებს ეკუმენურ ურთიერთობებზე მოსკოვის პატრიარქ კირილთან და მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. არ შეიძლება უარვყოთ ამ კონფლიქტის რელიგიური განზომილება“, - ირწმუნება გალაჰერი და საუბრობს მზარდ დაძაბულობაზემართლმადიდებლურ ეკლესიებში და იმას თურამდენად ძნელია რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიიღოს პოზიცია, რომელიც განსხვავდება ხელისუფლებისგან.
„პაპისთვის, ეკუმენური დიალოგი პრიორიტეტულია, თუმცა ამ წუთებში პატრიარქ კირილთან შეხვედრა არ ჩანს მიზანშეწონილად, არ არსებობს ამისთვის ხელსაყრელი პირობები, თუმცა დიალოგი გაგრძელდება“, – განაცხადა პოლ გალაჰერმა.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments