top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უკრაინაში პაპის მიერ გაგზავნილ კარდინალს ესროლეს

კარდინალ კონრად კრაევსკის, რომელიც პაპ ფრანცისკეს სახელით ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიდა ქალაქ ზაპოროჟიას მახლობლად მცხოვრებთ, ესროლეს. მიუხედავად ამისა, იგი უვნებელია და მისიას აგრძელებს.


ზაპოროჟიაში, ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრში, უკვე 200 დღეზე მეტია, რაც მოსახლეობა და სამხედროები ყოველდღიური სროლების ქვეშ იმყოფებიან.


გულმოწყალების განყოფილების პრეფექტი-კარდინალი, ეპისკოპოს  იანთამთან, პროტესტანტ ეპისკოპოს ანდრეისთან და ზაპოროჟიაში მყოფ ჯარისკაცებთან ერთად, ფრონტის ხაზისკენ ავტომობილით გაემართა. მათ ჰუმანიტარული ტვირთი და საკვები გადაჰქონდათ.


"იქ სულ რუსი სამხედროები არიან. ტერიტორიაზე დაახლოებით 4000 ადამიანია, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო არ დატოვა თავისი სახლი. ჩვენ მათკენ  გავემართეთ. მოსახლეობამ იცოდა რომელ ადგილებში უნდა გავჩერებულიყავით. იქ  პრობლემურად ჩავედით. რთულია ფრონტის ხაზთან მისვლა. რადგანაც არ არსებობს არანაირი უფლებები, არანაირი კოდექსი. რუსები ყველაფერს ესვრიან, რაც კი მოძრაობს. გაგვაფრთხილეს, რომ დაგვეტოვებინა ტვირთი და გავცლოდით იქაურობას, რადგან ხალხმა იცის, რომ რუსები იქ ისვრიან, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იყრის თავს. საწუხაროდ, ახლაც ასე მოხდა. საცხოვრებელ კოპუსებს შორის მოულოდნელად ისროლეს რაკეტები. კარგია, რომ ჩვენთან იყო სამხედრო, რომელმაც გვანახა გზა. ცხოვრებაში პირველად არ ვიცოდი რომელ მხარეს უნდა გავქცეულიყავი", - თქვა კარდინალმა კრაიევსკიმ "ვატიკან ნიუსთან" საუბრისას. მისივე თქმით, ეს დახმარება მოსახლეობისთვის აუცილებელი იყო. "მოსახლეობასა და სამხედროებს წმინდა მამის, ფრანცისკეს მიერ გამოგზავნილი "სავარდი" დავურიგეთ, მიუხედავად მათი რელიგიისა და აღმსარებლობისა. მათთვის უმთავრესია ჯვარცმა. პაპის  საჩუქარი მათ მაშინვე კისერზე ჩამოიკიდეს. ვილოცეთ ერთად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ამის უფლება მოგვცეს სამხედროებმა. ვაკურთხე ისინი და მაშინვე შეუმჩნევლად გავერიდეთ ტერიტორიას, ისედაც  საკმარისია ორი ადამიანის ერთად შეკრება და რუსები მაშინვე იწყებენ სროლას", - აღნიშნა კარდინალმა.


შოთა გიქოშვილი

Kommentare


bottom of page