top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უკრაინაში წმინდა დომინიკესადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალი ჩატარდა


„მქადაგებელთა ორდენის“ ბერებმა ორდენის დამაარსებლის, წმინდა დომინიკე დე გუსმან გარსესას (1170–1221წწ.) გარდაცვალებიდან 800 წლისთავი აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის ქალაქ ლვოვში ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი, სახელწოდებით „ALIVE“ გაიმართა. ეს ინიციატივა პაპმა ფრანცისკემ აკურთხა.



ქალაქის ცენტრში გამართული მუსიკალური ფესტივალი ევანგელიზაციურ ხასიათს 0,

ატარებდა. მის ორგანიზატორებს, დომინიკელ ბერებს ასეთი ხერხით სურდათ პატივი მიეგოთ წმინდა დომინიკესთვის, რომლისგარდაცვალებიდან 800 წელი გავიდა.


კონცერტში მონაწილეობდნენ ქრისტიანული ჯგუფები, უკრაინაში ცნობილი ჯგუფის, “კანას” ხელმძღვანელობით. ღონისძიების მსვლელობისას შესაძლებელი იყო მოძღვრებთან გასაუბრება, რელიგიური ლიტერატურის შეძენა და რწმენის დამოწმების მოსმენა.


ინიციატივა არა მხოლოდ პაპმა ფრანცისკემ აკურთხა, არამედ ორმა ეპისკოპოსმაც. ლათინური წესის არქიეპისკოპოსმა მეჩისლავ მოკშიცკიმ და ბერძნულ–კათოლიკური წესის არქიეპისკოპოსმა, იგორ ვოზნიაკმა.


ადგილოვრივი დომინიკელი ბერების მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა მათმა წინამძღვარმა მამა იაროსლავ კრავეცმა:“დომინიკელები უკრაინის სხვადასხვა კუთხეში მსახურობენ. ჩვენი მთავარი მონასტერი მდებარეობს კიევში, სადაც არის წმინდა თომა აქვინელის სახელობის უმაღლესი რელიგიური სასწავლებელი. ჩვენ ასევე ვმსახურობთ ფასტოვაში, ლვოვში, ხმელნიცკში, ხარკოვსა და ჩორტკოვოში. დღეისათვის, უკრაინაში სულ 24 დომინიკელი ბერია. მათი უმეტესობა უკრაინელი და პოლონელია, ასევე გვყავს ბერები საფრანგეთსადა სლოვაკეთიდან”.


აგვისტოში, კამენო–პოდოლსკში, დომინიკელების ყოფილ და ამჟამად პაულინთა მონასტერშიც გაიმართა წმინდა დომინიკესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, რომლებსაც მქადაგებელთა ორდენის ბერები ხელმძღვანელობდნენ.




წყარო: sib-catholic.ru


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page