• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უკრაინაში წმინდა საყდარს ახალი დესპანი ჰყავს


რომის პაპმა უკრაინაში წმინდა საყდრის დესპანად ვისვალდას კულბოკასი დანიშნა და არქიეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. იგი აქამდე ნუნციატურაში მრჩევლის პოსტს იკავებდა.


ვისვალდას კულბოკასი 1974 წლის 14 მაისს, ლიტვაში კლაიპედში დაიბადა. 1998 წლის 19 ივლისს მღვდლად ეკურთხა. იგი ასევე თეოლოგიის დოქტორია.


არქიეპისკოპოსი წმინდა საყდარში დიპლომატიურ საქმიანობას 2004 წლის 1 ივლისიდან შეუდგა და მსახურობდა პაპის წარმომადგენლად ლიბანში, ნიდერლანდებში, რუსეთის ფედერაციასა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების საკითხთა საბჭოში. 2020 წლიდან კი იყო კენიის სამოციქულო ნუნციატურაში.


არქიეპისკოპოსი ფლობს ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. იგი უკრაინას 2016 წელს, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან ერთად სტუმრობდა.


წყარო: kmc.media

შოთა გიქოშვილი