top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘უკრაინა სისხლისგან იცლება, შეწყვიტეთ ომის სიგიჟე’ – პაპი


6 მარტს, პაპმა ფრანცისკემ მკაცრად მოუწოდა, შეწყვიტონ ომის სიგიჟე და სისხლისგან დაცლილ უკრაინაში გახსნან ჰუმანიტარული დერეფნები.



მორწმუნეებისადმი მიმართვაში წმინდა მამამ განაცხადა:


“ძვირფასო ძმებო და დებო!


უკრაინაში სისხლისა და ცრემლების მდინარეები მოედინება. ეს არ არის მხოლოდ სამხედრო ოპერაცია, არამედ ომი, რომელიც თესავს სიკვდილს, ნგრევასადა მწუხარებას. მსხვერპლთა რიცხვი მუდმივად იზრდება, ისევე როგორც ლტოლვილების, განსაკუთრებით დედებისა და ბავშვების რიცხვი. ამ ტანჯულ ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება საათობრივად მკვეთრად იზრდება. სასწრაფოდ მივმართავ, გაიხსნას რეალური ჰუმანიტარული დერეფნები, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონალყაში მოქცეული რაიონებისათვის დახმარების ხელმისაწვდომობა, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება აღმოვუჩინოთ დაბომბვითა და შიშით დაჩაგრულ ჩვენს ძმებსა და დებს.


მადლობელი ვარ ყველასი, ვინც იღებს ლტოლვილებს. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებ სამხედრო თავდასხმების შეწყვეტისაკენ, მოლაპარაკების პრიორიტეტისა და საღიაზრისაკენ. აუცილებელია, დავუბრუნდეთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას! ასევე მადლობელი ვარ იმ ჟურნალისტების, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად.

მადლობა ძმებო და დებო ამ მსახურებისთვის! თქვენი სამინისტრო გვაძლევს საშუალებას, უფრო ახლოს ვიყოთ ამ მოსახლეობის ტრაგედიასთან და შევაფასოთ ომის სისასტიკე.


მადლობა ძმებო და დებო!


ერთად ვილოცოთ უკრაინისთვის. ჩვენს თვალწინ (მოედანზე) ამ ქვეყნის დროშებია. მოდით, ძმებმა ერთად ვილოცოთ უკრაინის დედუფლის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი: "AVE MARIA".


წმიდა საყდარი მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რათა თავი მსოფლიოს სამსახურში მოაქციოს. ამ დღეებში, ორი კარდინალი წავიდა უკრაინაში ხალხის დასახმარებლად. ესენი არიან კარდინალი კრაიევსკი, სამოციქულო ელემოსინარი - რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს გაჭირვებულებს და კარდინალი ჩერნი, ადამიანის ინტეგრალური განვითარების დეპარტამენტის პრეფექტი.


ორი კარდინალის იქ ყოფნა, არა მხოლოდ პაპის, არამედ მთელი ქრისტიანი ხალხის ყოფნას ნიშნავს, რომლებსაც სურთ მიუახლოვდნენ და განაცხადონ: „ომი სიგიჟეა! გთხოვ, შეწყვიტეთ! შეხედეთ ამ სისასტიკეს”!


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page