top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის

2023 წლის 1–ელი სექტემბრიდან, უკრაინის ბერძნულ - კათოლიკური წესის ეკლესია უძრავ დღესასწაულებს კალენდრის ახალი სტილით აღნიშნავს. თუმცა აღდგომის დღესასწაულის უკვე დადგენილი თარიღი უცვლელი დარჩება.


წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შესახებ, ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, სვიატოსლავ შევჩუკმა პირდაპირ ეთერში განაცხადა.


“მორწმუნეების თხოვნისა და ჩვენი ეკლესიის სასულიერო პირებთან კონსულტაციების გავლის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ საჭირო გახდა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური წესის ლიტურგიული კალენდრის რეფორმა, რაც დიდი დახმარება იქნება გონივრული სამწყსო საქმიანობისათვის:


A. უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური წესის ეკლესია, 2023 საღვთო წლის 1–ელი სექტემბრიდან (საწყისი ინდიკატი), ახალი სტილით დაიწყებს უძრავი დღესასწაულების აღნიშვნას, თუმცა შეინარჩუნებს აღდგომის უკვე არსებულ თარიღს.


B. იმ სამრევლოებისა თუ ერთეული საკრებულოებისათვის, რომლებიც ჯერ არ არიან მზად ახალ სტილზე გადასასვლელად, ადგილობრივი მთავარეპისკოპოსის კურთხევით, შეუძლიათ 2025 წლამდე დღესასწაულები იულიუსის კალენდრის მიხედვით იზეიმონ“,


ნათქვამია უკრაინის ბერძნულ - კათოლიკური წესის ეკლესიის უმაღლესი სინოდის, რიგით 99-ე სესიის გადაწყვეტილებაში. სინოდი 2023 წლის 1-2 თებერვალს, ლვოვი-ბრიუხოვიჩეს ეპარქიაში შედგა.


შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ბერძნულ-კათოლიკური წესის ეკლესიის ახალ სტილზე გადასვლის შესახებ საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყო.


წყარო: credo.pro


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page