პაპ ფრანცისკეს უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ Twitter–ზე თავად უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა:
„წმინდა მამა მესაუბრა ტელეფონით და მას ვაცნობე რუსული შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიის შესახებ. პაპის მადლიერი ვარ, ლოცვებისთვის. ჩვენი ხალხი საჭიროებს მსოფლიო სასულიერო ლიდერების მხარდაჭერას, რომლებმაც სამყაროს უნდა ამცნონ სიმართლე აგრესორი რუსეთის შესახებ“, - დატვიტა თავის გვერდზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცოტა ხნის შემდეგ, უკრაინის ელჩმა წმიდა საყდარში, ანდრეი იურაშმა, დაადასტურა სატელეფონო საუბრის ამბავი:
„ომის დაწყებიდან დღემდე პაპ ფრანცისკესა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის, ეს მესამე სატელეფონო საუბარია. პრეზიდენტმა ლოცვებისთვის მადლობა გადაუხადა პაპს და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებადა საზოგადოება მოხარულიიქნება პაპს უმასპინძლოს მრავალტანჯულ უკრაინის მიწაზე და ომი მშვიდობად გადააქციოს“.
პაპ ფრანცისკესა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მესამე სატელეფონო საუბარი12 აგვისტოს შედგა, უკრაინაში ომის დაწყებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ.
ომის დაწყებიდან არაერთხელ, პაპის საუბრობდა უკრაინელ ხალხზე. 10 აგვისტოს, ბოლო გენერალურ აუდიენციაზე, პაპმა ფრანცისკემ წილი გამოხატა უკრაინელი ხალხის მუდმივ ტანჯვაზე, „რომლებიც ჯერ კიდევ იტანჯებიან ამ სასტიკი ომისგან“.
მან ასევე გამოთქვა განსაკუთრებული აზრი "ბევრი მიგრანტის მიმართ, რომლებიც მუდმივად ჩამოდიან".
გარდა ამისა, მთელი ამ თვეების განმავლობაში, პაპი განუწყვეტლივ მოუწოდებს მსოფლიოს, რომ არ დაივიწყოს უკრაინის ომი და არ დაიღალონ სიკეთის კეთებით იმ ხალხისათვის, ვინც იძულებულია დატოვოს თავისი სახლი, მშვიდობის საძიებლად.
catholic.ge
Comments