• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'უკრაინული ხორბალი ომში იარაღად არ უნდა იქცეს' – პაპი ფრანცისკე

პაპმა ფრანცისკემ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა უზრუნველყონ ხორბლის ექსპორტი, რომელიც უკრაინის პორტებში ომის გამო დაიბლოკა.


რომის ეპისკოპოსმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მომლოცველებს მიმართა:


“შეშფოთებას იწვევს უკრაინიდან საექსპორტოდ გამზადებული მარცვლეულის ბლოკირება, აღნიშნულ ექსპორტზე დამოკიდებულია მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნებიდან. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ჩადონ ძალისხმევა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და უზრუნველყონ ადამიანისათვის საკვების მიწოდების საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული კანონები. ძალიან გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ საკვებ პროდუქტს საომარ იარაღად”.


წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი