• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

„უნდა მიხვიდეთ ადამიანებამდე“ - პაპის მიმართვა ვატიკანის მედიებს


პაპი ფრანცისკე “რადიო ვატიკანის” ისტორიულ სამუშაო ადგილს ეწვია , რომელიც განლაგებულია პალაცო პიო-ში, ამავე შენობაშია L Osservatore Romano-ს რედაქციაც. პაპის ვიზიტი დაკავშირებული იყო რადიო ვატიკანის 90 და L Osservatore Romano-ს 150 წლისთავებთან.

ვატიკანის ჟურნალის რედაქციაში, რედაქტორმა პაპს უახლესი ნომერი წარუდგინა, რომელიც იმავე დღეს გამოიცა. ანდრეა მონდამ პაპს განუმარტა, თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ეწყობა ვატიკანის ჟურნალი, პაპს ასევე აჩვენეს L Osservatore Romano-ს ყოველთვიური პოლონური გამოცემაც.


პაპი ფრანცისკე სალოცავად შეჩერდა პალაციო პიოს სამოლოცველოში, საიდანაც გადაიცემა წმიდა წირვა რადიოთი, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებისათვის, სადაც დევნის, ან პირობების არქონის გამო მორწმუნეებს არ აქვთ საშუალება საიდუმლოებათა მიღებისა. ამავე ადგილიდან გადაეცემოდა წმ. წირვები კომუნიზმის პერიოდში, მათ შორის პოლონურ ენაზეც კი.


რადიოს სამლოცველოში პაპმა აღავლინა ლოცვა ამ წლის, საზოგადოებრივი სამაუწყებლო საშუალებების მსოფლიო დღის ზრახვებში.


„უფალო, დაგვეხმარე გავცდეთ ჩვენს „მეს“ და გავიდეთ სიმართლის საძიებლად. გვასწავლე დანახვა, მოსმენა, არ გავაკეთოთ ნაჩქარევი დასკვნები, გვასწავლე წავიდეთ იქ, სადაც არავის სურს მისვლა, გვასწავლე მივუძღვნათ დრო გაგებას, გვასწავლე, მივაქციოთ ყურადღება იმას, რაც უმნიშვნელოვანესია, გვასწავლე გავარჩიოთ მცდარი ხედვები სიმართლისგან. მოგვმადლე შევიცნოთ შენი ყოფნის ადგილი სამყაროში და გულახდილად მოვყვეთ ის, რაც ვიხილეთ.


პაპმა მოინახულა „რადიო ვატკანის“ შენობა და ესტუმრა სტუდიას, საიდანაც პირდაპირ ეთერში გადმოიცემა იტალიურ ენაზე დილის გადაცემა და მიმართა სტუდიაში მყოფთ.

„მადლობას გიხდით თქვენი მუშაობისათვის, იმისათვის, რასაც აკეთებთ. მაქვს მხოლოდ ერთი რამის შიში, თუმცა ბევრი მიზეზია იმისა, რომ განვიცდიდე რადიო ვატიკანისა და ჟურნალ L Osservatore Romano-ზე. ერთი განცდა მაქვს გულში. რამდენი ადამიანი უსმენს რადიოს და რამდენი კითხულობს ჟურნალს? ვინაიდან ჩვენი სამუშაო მიმართულია ხალხისკენ. ის, რაც აქ კეთდება ლამაზია, მშვენიერია და დამღლელია. კეთდება ხალხისთვის და აღწევს მათთან თარგმანისა და რადიო ტალღების მეშვეობით, როგორც ამას თქვენ ამბობთ. მაგრამ შეკითხვა, რომელიც უნდა დასვათ ასე ჟღერს: რამდენ ადამიანამდე აღწევს? არსებობს ერთი საფრთხე, რომელიც ორგანიზაციებს ეხებათ, ეს კი არის ის, რომ რაც კეთდება კარგია, ორგანიზაცია არის მშვენიერი, მაგრამ არ აღწევს იქამდე, სადაც საჭიროა. ყოველ დღე დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რამდენ ადამიანთან მივიდივართ? რამდენ ადამიანამდე აღწევს იესოს გზავნილი L Osservatore Romano-ს მშევეობით? ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია!


„რადიო ვატიკანის“ ოფისში პაპი ფრანცისკე შეხვდა ვატიკანში არსებული რედაქციების წარმომადგენლებს. მან გამოხატა კმაყოფილება იმაზე, რაც ხდება პალაცო პიოს შენობაში და მასზედ, რომ ვატიკანის მედია საშუალებებს ერთ შენობაში აქვთ თავი მოყრილი და გამოხატა სურვილი, რომ ამ დიდმა და კარგად ორგანიზებულმა სისტემამ იმუშაოს დადებითად: – „საჭიროა ყველას ჰქონდეს საკმარისი თავისუფლება“.


„ფუნქციონირების დიდი მტერი ფუქციონალიზმია. მაგალითად, ვარ რომელიმე სისტემის ხელმძღვანელი, მდივანი, მაგრამ მყავს შვიდი მოადგილე. ყველაფერი კარგად არის, თუ ვინმეს აქვს რაიმე პრობლემა მიდის მოადგილესთან, რათა მოაგვაროს იგი, იქ კი ეუბნებიან: დამელოდე, მას შემდეგ გიპასუხებ, როცა მდივანს დავურეკავო. ვინაიდან არ შეუძლია თავისი სახელით იმოქმედოს. ფუნქციონალიზმი კლავს სისტემას, ინსტიტუციას ანადგურებს. ყურადღებით იყავით, რათა არ ჩავარდეთ მსგავს სიტუაციაში. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ადგილია აქ ან რამდენად ლამაზი სტუდიებია, მთავარია, რომ იმუშაოს, მთავარია იყოს ფუნქციონალური და არ გახდეს ფუნქციონალიზმის მსხვერპლი. დიდი ყურადღება დაუთმეთ ამ ყველაფერს. როდესაც რაღაც ფუნციონირებს, კარგია კრეატიულობისთვის, სამუშაო ყოველთვის კრეატიული უნდა იყოს. თუ რაიმე სამუშაო მხოლოდ და მხოლოდ კარგი ორგანიზებით არის შემოფარგლული, ის, ადრე თუ გვიან გახდება ჩაკეტილ ორგანიზაციად და არ დაეხმარება არავის. როდესაც ვხედავ ასე კარგად ორგანიზებულ თანამშრომლობას, ერთი რამ მომდის თავში, ყურადღებით იყავით, ნუ იქნებით მხოლოდ ფუნქციონალიზმით დაკავებული. დაე, ეს ემსახურებოდეს იმ საქმეს, რომელიც უნდა აკეთოთ.იმისათვის, რომ მსგავსი სტრუქტურა იყოს ფუნქციონალური, ყველას უნდა ჰქონდეს საკმარისი თავისუფლება. ფუნქციონალურობა უნდა რისკავდეს და არა ითხოვდეს გამუდმებით ნებართვებს. ეს კი აფერხებს ფუნქიონალურობას და არა ფუნქციონალიზმს. იარეთ წინ და იყავით გაბედულნი“.


წყარო : www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი