top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უპოვრებისადმი მიძღვნილი სკულპტურა პაპმა აკურთხა

13 ნოემბერს, უპოვართა მსოფლიო VI დღის წინ, პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე აკურთხა კათოლიკე ხელოვანის, ტიმოთი შმალცის მიერ შექმნილი ახალი სკულპტურა, სახელწოდებით –„თავშესაფარი“.


ადამიანის ბუნებრივი ზომების ბრინჯაოს ქანდაკება ასახავს მიწაზე მწოლიარე უპოვარ ადამიანს, რომელსაც მტრედი საბანს აფარებს.


სკულპტურის ავტორი, ტიმოთი შმალცი წარმოშობით კანადიდანაა. იგი 25 წელია ბრინჯაოს ფართომასშტაბიანი ნამუშევრების ძერწავს. ის ასევე ცნობილია თავისი რელიგიური და სოციალური ქანდაკებებით, მათ შორის „უსახლკარო იესო“, რომლის ასლიც ვატიკანშია დადგმული.


სკულპტურის მიზანია საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს მსოფლიოში არსებულ უსახლკარო ადამიანებზე და მოუწოდებს აღნიშნული პრობლემის პრაქტიკული გზებით მოგვარებისაკენ.


როგორც პაპმა ფრანცისკემ თქვა, ღარიბთა მსოფლიო დღეს, ყველა ქრისტიანი მოწოდებულია ხელმოკლეთა დახმარებისათვის.


ვატიკანის პავლე VI–ეს დარბაზში 1 300 ღარიბ ადამიანს გემრიელ ლანჩს მიართმევენ. ეკლესია 5000 ყუთ საკვებს გადასცემს რომის ირგვლივ მრევლს, რათა იმ ოჯახებს დაურიგდეს, რომლებსაც დამატებითი დახმარება ესაჭიროებათ.


შოთა გიქოშვილი

bottom of page