top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘უფალო მიყვარხარ!’ – ბენედიქტე XVI - ს უკანასკნელი სიტყვები

ბენედიქტე XVI–ის პირადმა მდივანმა, არქიეპისკოპოსმა გეორგ გენსვაინმა ემერიტუსი პაპის უკანასკნელი სიტყვები გაავრცელა, რომელიც მან გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე წარმოთქვა.



31 დეკემბერს, გამთენიის 3:00 საათზე, პაპის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ემერიტუსი პაპის, ბენედიქტე XVI-ის ბოლო სიტყვები ექთანმა გაიგონა. რაცინგერი ჯერ კიდევ არ იყო აგონიაში. მისი თანაშემწეები ერთმანეთს ცვლიდნენ. იმ პერიოდში კი მასთან მხოლოდ ერთი მედ-ძმა იყო, რომელიც გერმანულად არ ლაპარაკობდა. „სუსტი, მაგრამ განსხვავებული ხმით, ბენედიქტე XVI- მ იტალიურად წარმოთქვა: „უფალო, მიყვარხარ!“. იმ მომენტში მე არ ვიყავი მის გვერდით, მაგრამ ამის შესახებ ექთანმა მიამბო. ეს მისი უკანასკნელი,გასაგები სიტყვები იყო, მოგვიანებით კი ვეღარ საუბრობდა“, - იხსენებს მისი მდივანი, არქიეპისკოპოსი გეორგ გენსვაინი.


ეს სიტყვები: “უფალო, მიყვარხარ!”– იოსებ რაცინგერის ცხოვრების პრაქტიკულ სინთეზს წარმოადგენს. იგი მრავალი წლის მანძილზე ემზადებოდა შემოქმედთან პირადი შეხვედრისთვის. 2016 წელს, პაპმა ფრანცისკემ თავისი წინამორბედის, ემერიტუსი პაპის მღვდლობის 65 წლისთავთან დაკავშირებით,ხაზი გაუსვა რაცინგერის მღვდლობის გრძელი ისტორიის საბაზისო ნოტს და თქვა: “მღვდლობის შესახებ უამრავი ლამაზი ფურცლიდან ერთ-ერთში, თქვენ ხაზს უსვამთ, რომ სიმონ-პეტრეს მოწოდებისას, იესო უყურებს მას და ეკითხება მხოლოდ ერთ რამეს: „გიყვარვარ?“ რაოდენ მშვენიერი და მართებულია ეს შეკითხვა. სიტყვაში გიყვარვარ? უფალი ადგენს სამწყსოს, ვინაიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის უყვართ, მას შეუძლია ჩვენი დამწყემსვა. უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. სწორედ, ეს ნოტი დომინირებს თქვენ მიერ მიძღვნილ ღვთისმეტყველებასა და მღვდლობის მსახურებაში, რომელსაც თქვენ შემთხვევით არ უწოდეთ „სიყვარულის ძიება”. თქვენ ყოველთვის მოწმობდით და განაგრძობთ დამოწმებას, რომ გადამწყვეტი ჩვენს მზიან თუ წვიმიან დღეებში, ერთადერთი,საიდანაც გამომდინარეობს სხვა დანარჩენი, არის ის, რომ უფალი ნამდვილად იმყოფება, რომ გვწყურია იგი, რომ შინაგანად ახლოს ვართ მასთან, რომ გვიყვარს იგი, მისი ჭეშმარიტად და სიღრმისეულად გვწამს. სწორედ, რომ ჭეშმარიტად სიყვარული აღავსებს ჩვენს გულებს, სწორედ ეს რწმენა გვეხმარება მშვიდად და უსაფრთხოდ გავიაროთ წყალზე ყველაზე ძლიერი შტორმის დროსაც კი, ისე, როგორც ეს პეტრესთან მოხდა”.


ანდრეა ტორნიელი



Comments


bottom of page