• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ფარეხაში არსებული ტაძრის დღესასწაული



ახალციხიდან ადიგენისკენ მიმავალ გზაზე, ფარეხის ტერიტორიაზე მარჯვენა მხარეს მცირე ზომის ეკლესია დგას.


ადგილობრივები მას „მტრედის ეკლესიის“ სახელითაც იცნობენ, რადგან 60–იან წლებში, ამ ადგილის მახლობლად, კვარცხლბეკზე მტრედის ქანდაკება იდგა.


თავად ეკლესია 2003 წლის ივლისში, ადიგენის სოფელ არალში მცხოვრებმა ელიზბარ კაჭკაჭაშვილმა წმ. ნინოს სახელზე აღადგინა.


ოჯახის სურვილით, ტაძარი კათოლიკე მღვდელმა აკურთხა და მის დღესასწაულად „მგლოვიარე ქალწული მარიამის“ მოხსენიების დღე დაადგინა.


ეკლესიაში ყოველკვირეული წირვა არ აღევლინება, თუმცა ყოველი წლის 15 სექტემბერს, აქ არლის ტაძრის წინამძღვარი, დაპატიჟებულ მღვდლებთან ერთად აღავლენს წირვას და მას როგორც კაჭკაჭაშვილების ოჯახის წევრები, ასევე არლისა და მიმდებარე სოფლების მრევლი ესწრება.


2022 წელს, ლიტურგია საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა, სხვა მღვდლებთან და დიაკვანთან ერთად აღავლინა.



თაკო ფეიქრიშვილი