მთელ მსოფლიოში ადამიანები სულ უფრო მეტად უბედურად გრძნობენ თავს. მსოფლიოს 122 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 2021 წელს სევდის, მარტოობისა და სტრესის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო ბოლო 16 წლის განმავლობაში. რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი: გამოკითხულთა 41%-მა აჩვენა, რომ ინტერვიუს წინა დღეს ძლიერი სტრესი განიცადა, 31%-მა - საგრძნობი ფიზიკური ტკივილი, 28%-მა - მოწყენილობა, 23%-მა კი - გაბრაზება. 330 მლნ ზრდასრული ადამიანი, სულ მცირე, ორი კვირის მანძილზე არ საუბრობს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ,,სრულწლოვანთა მეხუთედს არცერთი ადამიანი არ ჰყავს გვერდით, ვისი დახმარების იმედიც შეიძლება ჰქონდეს“.
ნუთუ ყველაფერი პანდემიის ბრალია? ცხადია, არა, ვინაიდან არსებული მონაცემებით, 2021 წელი ოდნავ სჯობდა 2020 წელს, ეს იყო შთამბეჭდავი წელი სოციალური შეზღუდვების მხრივ. რაში მდგომარეობს უბედურების მიზეზები? კვლევის თანახმად, ეს არის ,,სიღარიბე, სუსტი საზოგადოებრივ-სოციალური ურთიერთობები, შიმშილი, მარტოობა და კარგი სამსახურის არქონა“. რაც შეეხება სამსახურს, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ,,ვისაც აქვს სამსახური, მაგრამ არ მოსწონს, ,,უფრო საშინელია, ვიდრე ის, ვისაც საერთოდ არ აქვს“. ასევე ვიგებთ, რომ: ,,ორი მილიარდი ადამიანი მწირი შემოსავლით ცხოვრობს, ხოლო ორი მილიარდი თავს იმდენად უბედურად გრძნობს იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობს, რომ არცერთ ნაცნობს არ ურჩევს მას“. გარდა ამისა, სოციალურ დონეზე ,,არეულობა, გაფიცვები და ანტისამთავრობო მანიფესტაციები 244%-ით გაიზარდა 2011 წლიდან 2019 წლამდე“. საბედნიეროდ, მთავრობას ხალხი ირჩევს! წარმოიდგინეთ, ასე რომ არ ყოფილიყო. ეს ადასტურებს, რომ მთავრობა წარმოადგენს ტექნოკრატიულ ოლიგარქიას, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოქალაქეებზე, ხოლო დემოკრატიული არჩევნები უბრალოდ ხრიკია იმისათვის, რომ ,,კანონიერად“ გამოიყენონ ძალაუფლება, ხშირად მოქალაქეებისა და ოჯახების წინააღმდეგ. სიღარიბე, მარტოობა, უმუშევრობა და საკმარისი შემოსავალი ვერ უქმნის ადამიანს ბედნიერი ცხოვრების პირობებს, მაგრამ რატომ ცხოვრობენ ადამიანები ამგვარ სიტუაციებში? იქნებ სულ სხვაგან უნდა ვეძებოთ გლობალური უბედურების მიზეზები? ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რაც კვლევის ანგარიშიდანაც ირკვევა, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა მიიჩნევა ყველაზე ბედნიერ ქვეყნებად; ხოლო ლათინური ამერიკის საზღვრებს გარეთ ვხვდებით ქვეყნებს, როგორიცაა ფილიპინები და სენეგალი (ბოლო - ავღანეთი), სადაც მძლავრობს სიღარიბე, ძალადობა, უმუშევრობა და ასე შემდეგ. ზუსტად ამ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე სხვაგან.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ პირველ ცხრა ქვეყანაში, უბედურების მხრივ პირველი ადგილი რომ უკავიათ, ქრისტიანები არ არიან, მაგრამ, ნეპალის გარდა, ამ ქვეყნების უმრავლესობას მუსლიმები შეადგენენ. შემთხვევითია? როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ბედნიერი, როცა იგი გახდა ,,შავი ხვრელი“, რომელიც ყველას და ყველაფერს შთანთქავს; როცა სიცოცხლეს აღიქვამს ზღვის ზედაპირად, რასაც მხოლოდ სერფინგისთვის გამოიყენებ და ვერასოდეს შეძლებ მის სიღრმეში ჩაყვინთვას; როცა გართობისთვის ხარჯავს მთელ მემკვიდრეობას ან ცხოვრებას ინგრევს ნარკოტიკით, მისი აზრით, მსუბუქი ფორმით; როცა ფიქრობს, რომ განქორწინება მეორე და აუცილებელი შანსია; რომ აბორტის გაკეთებით არც არაფერი ხდება; როცა აბებს იმისთვის იღებს, რომ წონაში დაიკლოს, დაფეხმძიმდეს ან მუცელი მოიშალოს, დაიძინოს ან იფხიზლოს, ახსოვდეს ან დაივიწყოს; როცა საკუთარ დედას გამოურთავს აპარატს, რომელზედაცაა შეერთებული, მაშინ როცა დედამ მისი გულისთვის სასწორზე შეაგდო თავისი სიცოცხლე; როცა მრავალჯერ უთამაშია სიყვარულთან; როცა ერთგულება, მისი აზრით, მდგომარეობს ნებისმიერ ფასად მიღებულ სიამოვნებაში; როცა შვილი საკუთარი ცხოვრების დამატებით მზითვად უნდა და ხელოვნური ჩასახვის კლინიკაში აწარმოებს; როცა ახალ ხელქვეითს ისე იღებს, როგორც კომპიუტერის ახალ მოდელს ყიდულობს; როცა ჰორიზონტს იფართოებს მხოლოდ სოციალური ქსელების ,,ლაიქებით“; როცა იღებს ჯუნგლის კანონებს და როცა თავისი გადახრით ამაყობს?
ასე რომ, დავსვათ კითხვა: ეგზისტენციალური უკმაყოფილების ფესვები სხვაგან ხომ არ უნდა ვეძიოთ? თუკი ადამიანებმა თავად ვისურვეთ ცხოვრება ღმერთის გარეშე, ლოცვის გარეშე, წმიდა საიდუმლოთა გარეშე, ეკლესიის გარეშე, კაცთმოყვარეობის გარეშე; თუკი დავცინით, ვბღალავთ, ვანადგურებთ, უარვყოფთ, უგულებელვყოფთ, ან უარესი, ბოროტად ვიყენებთ რწმენას, როგორ შეგვიძლია ბედნიერად ვგრძნობდეთ თავს?
სწორედ ეს მოხმობა გაისმის ფატიმიდან, იმ ვიზიტის მეშვეობით, რასაც ჩვენს კათოლიკე საკრებულოებში მოიმოქმედებს მილიონობით მორწმუნის სათაყვანებელი ღვთისმშობლის ხატი, მოხმობა ყველასადმია - დაუბრუნდნენ ჭეშმარიტი ბედნიერების წყაროს!
მამა გაბრიელე ბრაგანტინი
სტატიაში გამოყენებულია Global Emotions Report 2022 redatto dalla Gallup ცნობილი კვლევითი ცენტრის მონაცემები: https://www.gallup.com
ჟურნალი "საბა" I სექტემბერი 2022
Comments