top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ფეხბურთელის კარიერიდან მღვდლობამდე

მიუხედავად ცნობადობისა და ფინანსური სიძლიერისა, რაღაცის დანაკლისს სულ გრძნობდა. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ სასულიერო ცხოვრებას გაჰყოლოდა და ფეხბურთის კარიერა სამუდამოდ მიატოვა. გიყვებით ყოფილ ფეხბურთელზე, რომლის ცხოვრების გზაც „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მონასტრისკენ გაგრძელდა.  


ფილიპ პატრიკ სტეფენ მალეინი დაიბადა 1978 წლის 1-ელ იანვარს ჩრდილოეთ ირლანდიის, ქალაქ ბელფასტში. მან თავისი კარიერა 1994 წელს დაიწყო, ინგლისის პრემიერლიგის სამეფო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედში“, სადაც ახალგაზრდულ შემადგენლობაში მოხვდა. სანაკრებო დონეზე მისი საერთაშორისო დებიუტი 1997 წელს, ბელგიის წინააღმდეგ თამაშში შედგა. კლუბში იგი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან:  დევიდ ბექემი, ნიკი ბატი, პოლ სქოულზი, ენდი კოული და სხვები.  


„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემდეგ მან კარიერა  ირლანდიის სხვადასხვა კლუბში განაგრძო. საერთო ჯამში, 168 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.  


2009 წელს, 31 წლის ასაკში, მარლეინმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. იგი სულ სხვა მოწოდებას გრძნობდა და დუანისა და კონორის ეპარქიის, წმინდა მალაქიას სასულიერო სემინარიაში  შევიდა. შეისწავლა ფილოსოფია, ხოლო შემდგომ  სწავლა რომში, პაპის ირლანდიურ კოლეჯში განაგრძო, რის შემდეგაც პაპის გრიგორიანულ უნივერსიტეტში გადავიდა.  


2012 წელს, იგი დომინიკელთა ორდენში, წმიდა მარია კორკის სააბატოში გადავიდა. 2016 წლის 11 სექტემბერს დუბლინში, წმიდა ქრისტე მხსნელის სააბატოში აღთქმები დადო.  


2016 წელს კი, დუბლინის არქიეპისკოპოსმა მას დიაკვნად ხელი დაასხა. ხოლო 2017 წლის 8 ივლისს მღვდლად ეკურთხა.  


“შოკირებული ვიყავი, რატომ ვერ ვგრძნობდი შინაგან ბედნიერებას. მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველწლიურად, კლუბში 500 000 ფუნტი შემოსავალი მქონდა, ასევე უზრუნველყოფილი ვიყავი ყველაფრით, რასაც ადამიანი ისურვებს, მაგრამ ეს ის არ იყო, რაც მე მაბედნიერებდა. მღვდლად გახდომის გადაწყვეტილება არ მიმიღია ნაჩქარევად. ბევრს ვფიქრობდი, როგორ უნდა შემევსო სულიერი სიცარიელე და რა იყო ის, რასაც ვგრძნობდი. სასულიერო ცხოვრება მიზიდავდა, თვეების განმავლობაში ვერ ვბედავდი ამაზე საუბარს, ხოლო შემდეგ მოვიკრიბე გამბედაობა და გავყევი ჩემს მოწოდების გზას”, - წერს ფილიმ მარლეინი.  


ამჟამად იგი ირლანდიაში, დუბლინის სააბატოს დომინიკელთა ორდენში მოღვაწეობს. 


შოთა გიქოშვილი

Comentarios


bottom of page