როდის გრძნობენ ადამიანები მოწოდებას? კითხვაზე კონკრეტული, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ უნდა არსებობდეს. მოწოდება შეიძლება იგრძნოს ნებისმიერმა ადამიანმა, მისი სოციალური ფენის, პროფესიის ან მდგომარეობის მიუხედავად.
ზოგი მოწოდებას ადრეულ ასაკში გრძნობს, ზოგის ცხოვრებაში კი იგი მას შემდეგაც ჩნდება, როცა უკვე კარიერული აღმასვლის გზას ადგას.
გთავაზობთ საინტერესო ისტორიებს, როცა მღვდლობის მოწოდებამ პროფესიული წინსვლები გადაფარა.
------
2017 წელს, საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ იუნაიტედის (ინგლისი) ყოფილი ნახევარმცველი ფილიპ მალრაინი კათოლიკე ეკლესიის მღვდელი გახდა.
მალრაინმა საფეხბურთო კარიერა 2008 წელს, 31 წლის ასაკში დაასრულა, ერთი წლის შემდეგ კი ის თეოლოგიით დაინტერესდა. თავდაპირველად ბელფასტის უნივერსიტეტში ჩააბარა, შემდეგ კი სწავლა რომში განაგრძო.
მისი მღვდლად ხელდასხმა ქალაქ დუბლინში, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში მოხდა. მან თავისი პირველი ღვთისმსახურება დანმერში, წმინდა ოლივერ პლანკეტის ეკლესიაში აღავლინა.
ამას გარდა, 39 წლის მაიერმა სიღარიბის აღთქმა დადო, მაშინ როცა ფეხბურთელის წლიური შემოსავალი წელიწადში 700 000 დოლარს შეადგენდა.
მალრეინი იყო მანჩესტერ იუნაიტედის საფეხბურთო აკადემიის აღრდილი. იგი ლეგენდარულ დევიდ ბექემთან და სხვა ცნობილ ფეხბურთელებდათან ერთად ვარჯიშობდა.
“მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში 1996–1999 წლებში ირიცხებოდა. მან “წითელი ეშმაკების” შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი კარიერა “ნორვიჩ სიტიში” განაგრძო. მალრაინი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების რიგებში 1997–2007 წლებში გამოდიოდა. ამ დროის განმავლობაში 27 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.
Opmerkingen