top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ფილიპინებში დომინიკელი ბერი COVID 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს


ფილიპინელმა, დომინიკელმა მღვდელმა, მამა ნიკანოკ აუსტიაკმა, ცოტა ხნის წინ, ვაქცინის შექმნის ამბიციური პროექტი დაიწყო.


პროექტის სახელწოდებაა „პაგასა“. ის ჯერ გამოგონების ადრეულ სტადიაშია და მიზნად ისახავს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს თითოეული ადამიანისთვის.


დომინიკელი მღვდელი, მამა ნიკანორ აუსტრიაკი მღვდლობამდე ვიწროდსპეციალიზირებული მეცნიერი იყო. მღვდელმა გადაწყვიტა შეექმნა ვაქცინა და განაცხადა: „მე მესმის, რომ ხელმისაწვდომ ვაქცინებს შორის, რომლებიც მდიდარია თავისი რესურსებით და გადანაწილებულია ქვეყნებზე, ეს არის გიჟური იდეა“.


მისივე სიტყვებით, აღნიშნული პროექტი ამ ეტაპზე, წმინდაკლინიკური შემუშავების სტადიაშია და სანამ მოხალისე ადამიანებს გაუკეთებენ, იქამდე მისი გატესტვა, ჯერ ცხოველებზე უნდა მოხდეს. ვაქცინა, რომელსაც მღვდელი ქმნის, საფუარზე მზადდება და იგი მაცივარში (ცივ ადგილზე) უნდა ინახებოდეს. ის ორგანიზმში პირის ღრუდან მოხვდება.


მღვდელი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესის სამართავად საკმარისი რესურსი გააჩნია. მისივე თქმით, ხელისუფლებას ვაქცინის ჩასაშვებად ნებართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში სთხოვს, თუ ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა წარმატებით ჩაივლის. ვაქცინის ეფექტურობის დადგენას კი, თვეები დასჭირდება.


ვაქცინის ექსპერიმენტირება აშშ-ის ლაბორატორიაში მოხდება, ხოლო ცხოველებზე გამოცდა –მილანის, სან ტომაზოს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში.


მღვდელი აღნიშნულ სფეროში დიდი გამოცდილებით სარგებლობს. იგი აშშ-ის პროვიდენს კოლეჯის ბიოლოგიისა და თეოლოგიის კათედრის დოცენტია. ასევე ავსტიის ლაბორატორიების წამყვანი მეცნიერი. 1989 წელს მან წარჩინებით დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტი ბიოინჟინერიის განხრით. შემდგომ კი, 1996 წელს მასაჩუსესის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადოქტორო დისერტაცია დაიცვა.

1997 წელს იგი შევიდა მქადაგებელთა ორდენში. იყო ჰოვად ჰიუსის მედიცინის უნივერსიტეტის სტუდენტი. რის შემდეგაც, გაიარა სწავლების კლასიკური კურსი, რათა გამხდარიყო მღვდელი. საბოლოოდ კი, 2005 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი, ლიტურგიკის განხრით შვეიცარიის, ფრაიბურგის უნივერსიტეტში.


პრივიდენს კოლეჯში მისი ლაბორატორია მუშაობს უჯრედების გენეტიკაზე, მოდელირებულ ორგანიზმად იგი იყენებს საფუარს. მღვდელმა ასევე დაწერა წიგნი „ბიომედიცინა და ნეტარება“, რაც კათოლიკური ბიოეთიკის შესავალია.

წყარო: acistampa.com


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page