• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ფლორენციაში იოანე ნათლისმცემლის რელიქვია აღმოაჩინეს


24 ივნისს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, ფლორენციის საკათედრო ტაძარში, მორწმუნეებს პირველად შეეძლებათ პატივი მიაგონ წმინდანის ხელახლად აღმოჩენილ რელიქვიას.


წმინდა იოანე ნათლისმცემლის რელიქვია, კისრის მალა, წმინდანების სხვა თერთმეტ ძვლის ფრაგმენტთან ერთად, წმინდა სიმეონ მესვეტის საძვალეში იპოვნეს. იგი ფლორენციის საკათედრო ტაძრის მუზეუმში ინახება.


აღმოჩენა ეკუთვნის საკათედრო ტაძრის დიაკონს, ალესანდრო მიკის, რომელიც ეპარქიის საეკლესიო ქონებისა და წმინდა ხელოვნების განყოფილების დირექტორის მოადგილეა. დიაკონი წლების განმავლობაში სწავლობს ფლორენციის საკათედრო ტაძრის რელიქვიებს. განსაკუთრებით კი, იმ რელიქვიებს, რომლებიც ქრისტიანული აღმოსავლეთიდან არის ჩამოტანილი.


ცნობილია, რომ რელიქვია ეკუთვნოდა 1357 წელს ბერად აღკვცილ ბიზანტიის იმპერატორს, იოანე IV კანტაკუზინს. შემდგომ ეპოქებში, რელიქვია აღმოჩნდა ცნობილი ფლორენციელი ოჯახის, ტორეჯების ხელში, შემდეგ კი ინახებოდა ქალაქ სიენაში, სანტა მარია დელა სკალას სახელობის საავადმყოფოში, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისამდე ფლორენციის ბაპტისტერიუმში.


აღმოჩენის შემდეგ, რლიქვიას სრული ანალიზი ჩაუტარდა, რისი წყალობითაც დამტკიცდა მისი ნამდვილობა. დასკვნა კი გაკეთდა ძვლებზე აღმოჩენილი ბერძნული ინიციალებითა და მოოქროვილ ვერცხლის დაფაზე, ამავე ენაზე დაწერილი მინიატურული წარწერით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საუბარია წმინდა იოანე ნათლისმცემლის რელიქვიაზე.


„წმინდანებისადმი ანდა მათი წმინდა ნაწილებისადმი პატივის მიგება შეგვახსენებს, რომ უძლურ სხეულში ყოფნის დორსაც კი, ისინი განსაკუთრებული ხერხით ამოწმებდნენ იმ ძალასა და სიყვარულს, რომელიც მომდინარეობს ქრისტესადმი კუთვნილებით“, - განმარტა დიაკონმა ბიკიმ და დაამატა, რომ რელიქვია მორწმუნეს აძლევს საშუალებას, შევიდეს კონტაქტში იმ წმინდანთან, რომელსაც მიაგებს პატივს და რომლის შუამდგოლმობითაც ლოცულობს, ეს კი ხელშესახებს ხდის წმინდანთა იდუმალ ძალას.


ფლორენციის არქიეპისკოპოსი, კარდინალი ჯუზეპე ბატორი, რომლის განკარგულებითაც მოხდა რელიქვიის რესტავრაცია, აღნიშნავს, რომ ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთის ეკლესიებისათვის. მათ ხშირად შეხვდებით ფლორენციის საკათედრო ტაძარში, რომლებიც გვახსენებენ განუყოფელი ეკლესიის დროის ხსოვნას ქრისტიანული კულტურის ასწლეულებში.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი