top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ფოტო, რომლის გადაღებასაც ფოტოგრაფი 3 წელი ცდილობდა

ფოტოგრაფ ლეონარდო სენსის 3 წელი დასჭირდა, რომ ეს ფოტო გადაეღო. ფოტო ვირუსივით გავრცელდა მთელს მსოფლიოში.



4 ივნისს, როცა მთვარე ამოვიდა, ბრაზილიელი ფოტოგრაფი საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდა, რათა აღებეჭდა უნიკალური მომენტი „ქრისტე გამომსყიდველის" ცნობილ ქანდაკებასთან.


რიო დე ჟანეიროში, იკარაის სანაპიროზე სენსი ქანდაკებიდან 7 მილის მოშორებით იდგა. ასეთი ლამაზი ფოტოს გადაღება მან დროის სპეციალური გათვლით მოახერხა.


ქრისტე გამომსყიდველის ცნობილი ქანდაკება 98 ფუტის სიმაღლისაა და ამ ფოტოზე ჩვეულებრივზე გაცილებით პომპეზურად გამოიყურება. ფოტო ფოტოგრაფის ძალისხმევისა და მთვარის გადაადგილების უზუსტესი გამოთვლის წყალობით შედგა.

როგორც სენსი ამბობს, მსგავსი ფოტოს გადაღებას 2005 წლიდან ცდილობდა. ორი წლის წინ, მან ახალი ობიექტივი იყიდა, რათა მთვარისა და მზის ფოტოების გადაღება უკეთ შესძლებოდა.


4 ივნისს, ფოტოგრაფის მოთმინებამ და შეუპოვრობამ ნაყოფი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ შაბათს მთვარეს ღრუბლები გადაეფარა და მისმა ძალისხმევამ უქმად ჩაიარა, კვირას იგი ისევ დაბრუნდა სანაპიროზე და დიდხანს ნალოდები ფოტო გადაიღო.


„საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შევძელი ასე დიდხანს ნალოდები კადრის ფოტოზე აღბეჭდვა”, - ამბობს ფოტოგრაფი ლეონარდო სენსი.


შოთა გიქოშვილი







Comments


bottom of page