• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქადაგება ბექა ჩილინგარაშვილის ხელდასხმისათვის - ეპისკოპოსი



რაბათი- 2021 წლის 14 ოქტომბერი


ძვირფასო დიაკონო ბექა,


აი, დღეს მღვდელი ხდები. მიღწეული მიზანი? ნამდვილად. ახალი დასაწყისი? რა თქმა უნდა! დღეს დიდი დღეა შენთვის და ყველა ჩვენგანისთვის, მთელი ჩვენი ეკლესიისათვის და ზეიმი გვიდგას.


სულ მალე მღვდელი გახდები, თუმცა კარგად გახსოვდეს ის სიტყვები, რაც გითხარი როდესაც დიაკვნად დაგასხი ხელი: „პაპიც რომ გახდე, გახსოვდეს, რომ მუდამ დიაკვნობა გმართებს“. ის დიაკვნად კურთხევა უნდა დარჩეს ყველაფრის საფუძვლად. შენ მსახურებისათვის ხარ! როდესაც ადამიანი თავმდაბლობით და სიხარულით ემსახურება, ეს ნიშნავს, რომ ის არის თავისუფალი, ნამდვილად თავისუფალი. მაგალითად, თუკი სუფრას ვუზივართ, ერთადერთი, ვინც თავისუფალია ადგეს და გავიდეს სამზარეულოში კერძის შემოსატანად და ყველას მოსამსახურებლად, არის მასპინძელი. სწორედ იმიტომ, რომ მასპინძელია და თავისუფალია, შეუძლია ადგეს და მოემსახუროს. მღვდლობა ის სტატუსი როდია, შემაღლებულზე რომ შეგსვამს, არამედ ის პოზიცია, რომლიდანაც იბადება ახალი მსახურება, ღვთის ერისადმი მსახურება. ესაა პასუხი იესოს მოხმობაზე.


მღვდლის ხსენებაზე ხომ მაშინვე იესოსადმი მიძღვნილი სიცოცხლე გვახსენდება ხოლმე, იესოსადმი, რომელიც უფაქიზესად გვიყვარს, რომელსაც ვეძებთ მდუმარე ლოცვით, ამოვიცნობთ გატეხილ პურში, სახარების ძვირფას სიტყვებსა და ყველაზე უპოვრისა და სევდიანის სახეში.


შენ სადღეისოდ შეარჩიე ევქარისტიის დაწესების სახარება. დიახ, მღვდელი განსაკუთრებული სახითაა დაკავშირებული ამ ლიტურგიულ ქმედებასთან.

მუდამ შეინარჩუნე ევქარისტიასთან მჭიდრო კავშირი. ჩვენ, მღვდლები, წერდა წმ. იოანე პავლე II, „გარკვეულწილად, დავიბადეთ „ევქარისტიიდან“ და განწესებულნი ვართ „ევქარისტიისათვის“. ვართ, ასევე, და განსაკუთრებული სახით, პასუხისმგებელნი მასზე“ (წერილი მღვდლებს 1980 წლის წმიდა ხუთშაბათი).


და დასძენდა „თუკი სრულიად ეკლესია ცოცხლობს ევქარისტიით, მღვდლის ფიგურას უნდა ჰქონდეს სპეციალური „ევქარისტიული ფორმა“. ევქარისტიის დაწესების სიტყვები ჩვენთვის უნდა იყოს არა მხოლოდ საკონსაკრაციო ფორმულა, არამედ „ცხოვრების ფორმულა“ (წერილი 2005 წლის დიდ ხუთშაბათს).


სახარება ყოველთვის შეგახსენებს, რომ „პასექი უნდა გამზადდეს“. არასოდეს უნდა აღვავლინოთ წირვა ზედაპირულად, წირვას ყოველთვის გულდასმით მზრუნველობა სჭირდება. დაწყებული ქადაგებით, ჟესტებისა და გარემოზე ზრუნვამდე, თუმცა იცოდე, რომ მთავარი იმაზე ზრუნვა როდია, რომ რაიმე ლიტურგიკული ჟესტი არ შეგვეშალოს, არამედ ის, რომ თავად გავხდეთ ევქარისტია, დავემსგავსოთ იესოს, ვიქცეთ გატეხილ პურად, ადამიანთა სახსნელად გაწვდილ სიცოცხლედ. ევქარისტიაში შენ იესოს მიაწვდი ძმებს, მაგრამ ეს შენი ცხოვრება გეტყვის რამდენად იქნება ის იესო ნამდვილი იესო, ევქარისტიული. გახსოვდეს ეს.


ნუ შეგაშინებს შენი თავის დახარჯვა და სიყვარული.


იმის თქმაც მინდა, რომ შენ არამხოლოდ ხდები ხუცესი, არამედ ამიერიდან შედიხარ ჩვენს პრესბიტერიუმში, ხუცესთა დასში. გთხოვ მთელი ძალით (ასევე ვთხოვ ყველა აქ დამსწრე თანამოძმეს), ნურასოდეს იქნები უპრესბიტერიუმო ხუცესი, ეული მოგზაური.

პირველი ძღვენი, რაც ხუცესებმა უნდა უძღვნან ეკლესიას და წუთისოფელს, მათი აქტივიზმი როდია, არამედ ხელშესახები, კონკრეტული ძმობა. პრესბიტერიუმში მღვდლები შეერთებულნი არიან ერთმანეთთან „შინაგანი საკრამენტული ძმობით“, და არა მხოლოდ ოპერატიული ან ემოციური კავშირით. იყავ ერთი იმათგანი, რომელიც ქმნის და იცავს ერთობას ნებისმიერ ფასად. შექმნა ერთობა (რამდენი ჟესტი და ქმედება შეიძლება დაიბადოს აქედან) და დაიცვა. ვინაიდან ყოველთვისაა ის, ვისაც სურს გაყოფა და შენ უწყი, რომ გაყოფის მთესავი მხოლოდ ეშმაკია!


ხუცესი ეკლესიის წიაღშია! ვინაიდან არა ვართ კასტა და ჩვენი ძმანი საერონი, მონათლულნი და მირონცხებულნი, ის ცარიელი ჭურჭლები როდი არიან, რომლებიც შენ უნდა აავსო, ან პაიკები სამრევლოს ორგანიზებისათვის, არამედ ქალები და კაცები, რომლებიც უნდა შეიყვარო, იესოს დარად, მათთვის რომ გასწირა სიცოცხლე; დანი და ძმანი არიან, რომლებთან ერთადაც უნდა იარო, სინოდურად, ერთადერთი სახარების ერთობლივი მორჩილებით.


ნურასოდეს დაეპატრონები! ნუ გეგონება თავი საკრებულოს და ადამიანების ბატონ-პატრონად. თითოეულს გააჩნია შვილობრივი ღირსება და შენ გმართებს მხოლოდ მოემსახურო შვილებს, რათა მათ მამასთან შეხვედრა შეძლონ, თითოეულ მორწმუნეს პატივი ეცი. ცელიბატში ცხოვრებით დაე შენი გული იქცეს ფართე და ლაღი, თავისუფალი, იესოს მსგავსი.


შენი და ჩვენი ცხოვრება კვლავაც იქნება უპირველეს ყოვლისა შვილობრივი და მოწაფეობრივი ცხოვრება, ვინაიდან გახსოვდეს, რომ ჯერ მოწაფეები კი არა ვართ და შემდეგ ვხდებით მოძღვრები, არამედ მუდამ მოწაფეებად უნდა დავრჩეთ. თუკი მუდამ იმის შეგნებით არ დავრჩით, რომ შვილები და მოწაფენი ვართ, ვხდებით ხისტები, მკაცრები, ჯიუტები, ძმებში თივის ღეროს რომ ხედავენ, მათ სისუსტეებს, და ვერ ამჩნევენ საკუთარ ცოდვასა და შეცდომებს. მოწაფეები ვართ, როდესაც ვუმზერთ იესოს და დღითიდღე რაიმე ახალს ვსწავლობთ მისგან, როცა ვეძებთ, ვეცნობით ახალ მიღწევებს, ვსწავლობთ, მზადა ვართ ზრდისათვის და აზროვნების წესის შეცვლისათვის.

ვასრულებ ერთი თხოვნით, რომლითაც მივმართავ ყველა აქ დამსწრეს და მათაც, ვინც ინტერნეტით გვიკავშირდება, განსაკუთრებით არლის საკრებულოს, ილოცეთ ბექასათვის, დაჰპირდით თქვენს გულებში ღმერთს, რომ დაეხმარებით მას იყოს წმიდა, კეთილი და თავისი მღვდლობით ბედნიერი მღვდელი!


მადლობა ყველას, ვინც დაეხმარა მას ფორმირების გზაზე და განსაკუთრებული მადლობა მის მშობლებს და ოჯახს, უფალს რომ დაუთმეს იგი.


ვთხოვ ახალგაზრდებს, სერიოზულად დაფიქრდნენ მღვდლობისაკენ მოწოდების გზის შესაძლებლობაზე, გვჭირდება ყოჩაღი და ამ ქვეყანაში დაბადებული მღვდლები, რათა ემსახურონ საქართველოს ამ ეკლესიას.


ყოვლადწმიდა მარიამმა, სავარდის დედუფალმა, მაღლიდან რომ დაგვყურებს ახალი ფრესკიდანაც, ამ ეკლესიას რომ ამშვენებს, წმიდა იოსებმა, არლის მფარველმა, წმიდა გიორგიმ და წმიდა ნინომ დაგვიცვან და დაგვლოცონ.


+ მეუფე ჯუზეპე პაზოტო


––––––––––––––––––––

Omelia per ordinazione sacerdotale di Beka Chilingarashvili

14 ottobre 2021 - Rabati


Carissimo diacono Beka,

Ecco, oggi sarai sacerdote. Un punto di arrivo? Certo!! Un punto di partenza? Certamente! Oggi e’ un grande giorno per te e per noi tutti, per tutta la nostra chiesa e siamo in festa.

Sarai presto sacerdote, ma tu ricordi bene quella frase che ti ho detto quando ti ho consacrato diacono: “anche se diventassi papa ricordati che dovrai essere sempre diacono”. Quella consacrazione diaconale deve rimanere la base di tutto. Sei per servire! Quando uno serve con umilta’ e gioia, significa che e’ libero, veramente libero. Se per esempio si e’ a tavola, l’unico libero di alzarsi e andare in cucina a prendere qualcosa e fare un servizio e’ il padrone di casa. Proprio perché’ e’ padrone e’ libero e può alzarsi e servire. Il sacerdozio non e’ uno status che ti fa porre piu’ in alto, ma solo una posizione da dove nasce un nuovo servizio, un servizio al popolo di Dio. E’ una risposta alla chiamata di Gesù!


Dire sacerdote, infatti, e’ pensare subito ad una vita dedicata a Gesù, amato con tenerezza, cercato nel silenzio della preghiera riconosciuto nel pane spezzato, nelle parole preziose del vangelo e nel volto di chi e’ piu’ povero e triste.

Tu hai scelto per questo momento il vangelo con l’istituzione della Eucarestia, Si! Il sacerdote e’ legato in modo particolare a questa azione liturgica.

Mantieni sempre uno stretto rapporto con l’Eucaristia. Noi sacerdoti, scriveva San Giovanni Paolo II, «siamo, in certo modo, nati “dall’Eucaristia” e siamo ordinati “per l’Eucaristia”. Siamo anche, e in modo particolare, responsabili “di essa”» (Lettera ai sacerdoti per il Giovedì santo 1980).

E aggiungeva: «se tutta la Chiesa vive dell’Eucaristia, l’esistenza sacerdotale deve avere a speciale titolo una “forma eucaristica”. Le parole dell’istituzione dell’Eucaristia devono perciò̀ essere per noi non soltanto una formula consacratoria, ma una “formula di vita”» (Lettera per il Giovedì santo 2005).

Il vangelo ti ricordera’ sempre che “la Pasqua deve essere preparata” Non si deve mai celebrare la s. messa in modo superficiale, la s. messa deve essere sempre curata. Incominciando dalla omelia, e arrivando alla cura dei gesti e dell’ambiente, ma sappi che poi però il principale non e’ essere attenti a non sbagliare qualche gesto liturgico ma e’ essere attenti a diventare noi eucarestia, diventare come Gesù, essere pane spezzato, diventare vita offerta per la salvezza degli uomini. Nell’Eucarestia tu porterai Gesù ai fratelli, ma sara’ la tua vita che ti dira’ se quel Gesù e’ quello vero, quello eucaristico. Ricordalo.

Non aver paura di spenderti e di amare.

Vorrei dirti anche che tu non soltanto diventi presbitero, ma tu ora entri nel nostro presbiterio. Te lo chiedo con forza (e lo chiedo anche a tutti i confratelli presbiteri qui presenti): Non essere mai un presbitero senza presbiterio, un navigatore solitario.

Il primo dono che i presbiteri devono fare alla Chiesa e al mondo non è l’attivismo, ma la testimonianza di una fraternita’ concretamente vissuta. Nel presbiterio i sacerdoti sono uniti tra loro da «intima fraternita’ sacramentale», e non solamente operativa o affettiva. Sii uno che crea e difenda l’unita’ a tutti i costi. Creare unita’ (quante gesti o azioni possono nascere per questo) e difendere. Perché’ c’è sempre chi vuole dividere e tu sai che chi vuole creare divisione e’ solo il diavolo!


Il presbiterio, poi e’ dentro la Chiesa! Perché non siamo una casta e i nostri fratelli laici, battezzati e cresimati, non sono vasi da riempire o pedine da usare per organizzare la Parrocchia, ma donne e uomini da amare, come ha fatto Gesù, che per loro ha dato la vita; sono sorelle e fratelli con i quali camminare, fare sinodo, nella comune obbedienza all’unico vangelo.

Non spadroneggiare mai! Non sentirti il padrone della comunita’ o delle anime. Ognuno ha la dignita’ di figlio e tu devi solo servire i figli perché’ incontrino il padre, rispetta sempre ogni fedele. L’ impegno del celibato ti faccia crescere un cuore grande e libero, come Gesu’.


La tua e la nostra vita sara’ ancora, prima di tutto una vita da figlio e da discepolo, si perché ricorda che non si e’ discepoli e poi si diventa maestri, ma si rimane discepoli per sempre. Se non restiamo con la coscienza continua di essere figli, discepoli, si diventa rigidi, duri, testardi, capaci di riconoscere bene la pagliuzza che e’ nel fratello, le sue debolezze, ma senza occhi per vedere il proprio peccato, i propri sbagli. Si e’ discepolo quando si guarda a Gesu’ e ogni giorno si impara qualcosa di nuovo, quando si ricerca, ci si aggiorna, si studia, si e’ disposti a crescere e a cambiare modo di pensare.

Termino chiedendo a tutti coloro che sono oggi in chiesa o collegati via internet, specialmente alla comunita’ di Arali, di pregare per Beka, di promettere nel cuore a Dio di aiutarlo ad essere un prete santo, buono e felice di essere prete!

Ringrazio tutti coloro che lo hanno aiutato nella sua formazione e un grazie particolare i suoi genitori e la sua famiglia che lo ha offerto al Signore.

Chiedo ai giovani di pensare seriamente alla possibilita’ di seguire la vocazione al sacerdozio, abbiamo bisogno di sacerdoti bravi e nati in questa terra per servire questa chiesa in Georgia.


Maria Santissima, Regina del Rosario, che ci guarda dall’alto anche nel nuovo dipinto che abbellisce questa chiesa, san Giuseppe patrono di Arali, san Giorgio e santa Nino ci proteggano e ci benedicano.


+p. Giuseppe P.