• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქალების როლი მშვიდობის დამყარებაში - ფორუმი


მილანში ქალების მონაწილეობით ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ქალების როლის შესახებ მშვიდობის საკითხში, კოვიდ–19 პანდემიის შემდგომ. ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ ფორუმის Womens Forum G20 Italy მონაწილეებს პაპ ფრანცისკეს სახელით წერილი გაუგზავნა.



„ბოლო წლებში, განვითარებული მოვლენების გამო, მსოფლიო დადგა უდიდესი პრობლემების წინაშე, რომლისთვისაც ადამიანები არ იყვნენ მზად და რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.


ქალთა ფორუმს შეუძლია შეიტანოს უდიდესი წვლილი საერთო სახლის ხელახლა აშენებაში. პაპის ამბობს, რომ მსოფლიო საჭიროებსქალების გვერდით დგომას, მათ ლიდერობას და საქმეებში ერთგულებას. ქალებს შეუძლიათ პლანეტის მასშტაბით, სოციალური, ეკონომიკური და კლიმატური ცვლილებების გამოწვევებში განავითარონ თვითმყოფადობის გრძნობა. უკიდურესად აუცილებელია ზრუნვა და ბრძოლა საერთო სახლის გადასარჩენად, რაც შეეწინააღმდეგება დამანგრეველი შემოსავლების ლოგიკას“.


კარდინალმა პაროლინიმ, პაპ ფრანცისკეს სახელით, მონაწილეებს უსურვა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ყველა გოგონას ხელი მიუწვდებოდეს სრულფასოვან და ხარისხიან განათლებაზე, რათა შეძლონ გამოამჟღავნონ თავიანთი პოტენციალი და ნიჭი, ასევე მიუძღვნან საკუთარი მსახურება უფრო პროგრესული საზოგადოების განვითარებას.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი