“საქართველოს ისტორია სავსეა სიბნელიდან სინათლეში გადასვლის მრავალი ფაქტით, იმიტომ, რომ თქვენსქვეყანას ყოველთვის შეეძლო კვლავ წამოდგომა და გაბრწყინება”.
პაპმა ფრანცისკემ პირად აუდიენციაზე მიიღო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის (საბაუნი) დელეგაცია.
იმისათვის, რომ პაპს უკეთ გამოეხატა თავისი მოსაზრება, არაერთხელ ჩაუღრმავდა ქართულ ენას. მან ხაზგასმით აღნიშნა ტერმინი “განათლება”, რომლის ფუძე ქართულ ენაში არის სიტყვა “ნათელი”, რაც შეგვახსენებს უმეცრების სიბნელიდან ცოდნის ნათლისკენ გადასვლას.
“ეს ჰგავს სიბნელეში ანთებულ ლამპარს, რომელიც არაფერს იქ არსებულს არ ცვლის, მაგრამ ყოველი საგანი სხვაგვარად წარმოჩნდება“.
“ქართულ ენაში სიტყვა “განათლება” გამოიყენება ნათლობის საიდუმლოსთან მიმართებაშიც, რაც ერთმანეთთან აკავშირებს რწმენასა და კულტურას. დაეხმარეთ ახალგაზრდებს ზრდაში, აღმოჩენასა და ყველაზე ნაყოფიერი ფესვების გადგმაში. ეს სწორედ რომ პასუხობს უძველესი ისტორიის, მიწის მქონე, ზეცისგან კურთხეული ახალგაზრდა ქვეყნის ქართულ იდენტობას“, – ამბობს წმინდა მამა და იხსენებს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას, რომელსაც პაპი „ინახავს თავის გულში“. იგი გულით ატარებს ასევე მოგონებას, როდესაც პატრიარქ ილია მეორესთან ერთად იდგა ქრისტეს კვართის ნიშნით გაერთიანებული, იმ კვართისა, რომელიც „მთლიანად ნაქსოვი იყო“ (იოან. 19,23). ტრადიციის თანახმად, იგი განასახიერებს ქრისტეს სხეულის, ეკლესიის ერთობას. პაპმა ასევე ყურადღება გაამახვილა კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების თანამშრომლობაზე უნივერსიტეტის წიაღში.
„კულტურა და განათლება წარსულის ხსოვნას გვიბრუნებს და ნათლის სხივებს ჰფენს ახლანდელს. ეს უცვლელი პირობაა ახალგაზრდა ადამიანისა და მთლიანად საზოგადოებისათვის“, - განაგრძო წმინდა მამამ და გაიმეორე ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „ერის დაცემა იწყება იქ, სადაც მთავრდება წარსულის ხსოვნა“
„საქართველოს ისტორია სავსეა სიბნელიდან სინათლეში გადასვლის მრავალრიცხოვანი პასაჟებით, ვინაიდან თქვენსქვეყანას ყოველთვის შეეძლო კვლავ წამოდგომა და გაბრწყინება. მაშინაც კი, როცა მრავალი საუკუნის განმავლობაში, უცხოტომელთა შემოჭრებსა და ბატონობას განიცდიდა, მე ასევე ვფიქრობ,მიწის იმ ნაწილზე, რომელიც წაგვართვეს. ყველაზე ძნელბედობის ჟამსაც კი, შეძლო ქართველმა ხალხმა რწმენაში ზრდა და კულტურის შენარჩუნება, ამაში კი ფასდაუდებელი როლი შეასრულა კათოლიკე ეკლესიამ, რომელმაც ხელი შეუწყო ნაყოფიერ კულტურულ ღიაობას“.
პაპმა ასევე გაიხსენა ქართველი დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის პიროვნება, რომლის სახელსაც ატარებს უნივერსიტეტი. “სულხან-საბა ორბელიანი იყო დიდი კულტურისა და ღიაობის ადამიანი. ქართველი ხალხი, იმსახურებს ფართო შესაძლებლობებს, ამავდროულად, ქართული ტიპური ჰუმანიზმი თავისი უნიკალური სიმშვენიერით იმსახურებს, რომ სხვა ადგილებშიც აფასებდნენ მას, ხოლო ქართული ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა და სხვა უამრავი გამორჩეული მოვლენა, შეიძლება გამდიდრდეს სხვა კულტურებთან პატივდებული შედარებების გზით. სწორედ ამაში მდგომარეობს „ნათლის“ მისია. იგი იმიტომ კი არ არსებობს, რომ თვითონ გამოჩნდეს, არამედ, იმიტომ, რომ გაუნათოსირგვლივ და შორს”, - აღნიშნა პაპმა დასკვნით სიტყვაში და უნივერსიტეტის დელეგაციას უსურვა იყვნენ “მსუბუქი ნათელი” ახალგაზრდებისათვის.
შოთა გიქოშვილი
Comments