• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქრისტეს 10 ყველაზე დიდი ქანდაკება მსოფლიოში



„ქრისტე გამომსიყდველის“ ქანდაკება, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში დგას, ალბათ ყველასათვის ცნობილია. თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქრისტეს კიდევ უამრავი ქანდაკება ან მონუმენტია, რომელთა სიდიდეც გაოცებას იწვევს.


წარმოგიდგენთ ქრისტეს 10 ქანდაკებას, რომელთა ზომები მოცემულია სადგამების გარეშე.


იხილეთ გალერეა.


Cristo de la concordia - ბოლოვოია. ქრისტეს ყველაზე მაღალი ქანდაკება მსოფლიოში. 34,1 მეტრი (სადგამის გარეშე).



‘ქრისტე მეფე’ - პოლონეთი. იგი მსოფლიოში სიმაღლით მეორე ადგილს იკავებს და არის 32,9 მეტრი,სადგამის გარეშე.



‘ქრისტე მეფე’ - ვიეტნამი. მისი შექმნა დასრულდა 1993 წელს და სიმაღლე დაახლოებით 32 მეტრი, სადგამის გარეშე.


‘ქრისტე გამომსყიდველი’ - ბრაზილია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქანდაკებაა, რომელიც 1931 წელს შეიქმნა. მისი სიმაღლეა 30 მეტრია, სადგამის გარეშე.



'მლოცველი ქრისტე' - ესპანეთი. ქანდაკება დაახლოებით 30 მეტრია და მისი შექმნა 1931 წელს დასრულდა.


'მაკურთხებელი ქრისტე' - ინდონეზია. მისი სიმაღლეა დაახლოებით 30 მეტრი, სადგამის გარეშე და ქმნის ქრისტეს ზეცად ამაღლების შთაბეჭდილებას.



'აღმდგარი ქრისტე' - მექსიკა. მისი შექმნა დასრულდა 1981 წელს. სიმაღლეა–29 მეტრი, სადგამის გარეშე. მისი უნიკალურობა ქვების მოწითალო ფერშია.



ქრისტეს ქანდაკება – მარატეა (იტალია), სიმაღლე 22 მეტრი, მკლავის სიგრძე - 19 მეტრი. აშენდა თეთრი ცემენტისა და კარარას მარმარილოსგან 1960-იან წლებში ქანდაკება მდებარეობს საკურთხევლის მოპირდაპირედ.



'ტანჯული ქრისტე' – სან ხოსე დე გრაცია (მექსიკა), ზომა– 25 მეტრი, პლუს 3 მეტრი კვარცხლბეკი. შექმნა დასრულდა 2006 წელს, ის ეძღვნება ავადმყოფებსა და ჩაგრულებს.



'ქრისტეს მეფე' – ლისაბონი (პორტუგალია) დგას კვარცხლბეკზე ტაგუსის ნაპირზე. სტრუქტურის სიგრძე 110 მეტრია. ქანდაკება 28 მეტრის სიმაღლეზეა. ბაზაზე არის ღვთისმშობლის მშვიდობის სამლოცველო. მშენებლობის ინიციატორი იყო ლისაბონის პატრიარქი, კარდინალი მანუელ გონსალვეს ცერეჟეირამ, რომელმაც ბრაზილიაში მოგზაურობის შემდეგ გადაწყვიტა მსგავსი ქანდაკება პორტუგალიის დედაქალაქში აეგო. ძეგლი დიდი პომპეზურობით 1959 წელს გაიხსნა.


aleteia.org


შოთა გიქოშვილი

0 comments