top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ქრისტე სამყაროს მეფე’ – დიდდღესასწაული

Updated: Nov 20, 2022

ლიტურგიული წლის ბოლო კვირა დღეს კათოლიკე ეკლესია იესო ქრისტეს, სამყაროს მეფის დიდდღესასწაულს ზეიმობს.

325 წელს მცირე აზიის ქალაქ ნიკეაში პირველი მსოფლიო კრება გაიმართა. ამ კრების დროს, ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ არიანული ერესის საწინააღმდეგოდ განისაზღვრა დოგმატი: „ქრისტე არის ღმერთი, ნათელი ნათლისგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან“. 1600 წლის შემდეგ, 1925 წელს, პაპმა პიუს XI-მ გამოაცხადა, რომ უსამართლობის დამარცხების საუკეთესო გზა იყო ქრისტეს მეფობის აღიარება და დაადგინა დღესასწაული.


თავდაპირველად, ეს დღესასწაული აღინიშნებოდა ყველა წმინდანის დღესასწაულის წინა კვირა დღეს, ხოლო ახალ კალენდარში „ქრისტეს – სამყაროს მეფის“ დღესასწაულმა საეკლესიო წლის ბოლო კვირა დღეს გადაიწია, რათა ხაზი გაესვათ ჭეშმარიტებისათვის, რომელშიც ქრისტე თავის ზეციერ მამას ჟამთა აღსასრულს მიუძღვნიდა მარადიულ და საყოველთაო სამეფოს.


ქრისტეს, სამყაროს მეფის კვირა დღის შემდეგ, ადვენტი იწყება.


„ქრისტე სამყაროს მეფის“ დღესასწაული შეგვახსენებს, რომ ქრისტე არის ყოველი ქმნილების მეფე. მისი მეფობა არ მომდინარეობს რაიმეს ნორმის შესრულების შედეგად, არჩევნებიდან ანდა ამ წოდების დაუფლებით. ის არის მეფე, ვინაიდან არის ღმერთ–კაცი, შემოქმედი და გამომსყიდველი. სწორედ ამ ტიტულით აქვს მას აბსოლუტური ძალაუფლება. ღმერთმა არა მხოლოდ შექმნა სამყარო, არამედ იგი გამუდმებით ქმნის თავისი ძალაუფლებით. ქრისტეს სამეფო სხვა დანარჩენი მიწიერი სამეფოებისაგან სავსებით განსხვავებულია. იგი არის ყველა ერის, ყოველი ადგილისა და ყოველი ჟამის მეფე.


catholic.ge

Comments


bottom of page