top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქრისტიანთა ერთიანობისათვის ლოცვის კვირეული - 2022 წლის 18-25 იანვარი

Updated: Jan 18, 2023


ფოტო – ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვა 2021

,,ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“ - ეს ფრაზა მათეს სახარებიდან (2, 1-12) ქრისტიანთა ერთიანობისთვის ლოცვის კვირეულის თემად იქცა. კვირეული, ტრადიციულად, ჩატარდება 2022 წლის 18-დან 25 იანვრამდე.


ტექსტებში, რომელიც მომზადებულია ახლო აღმოსავლეთის ეკლესიათა საბჭოს მიერ (Mecc, შტაბ-ბინა, მდებარეობს ლიბანში), ქრისტიანთა ერთიანობის ხელშემწყობი პაპის საბჭოსთან და ეკლესიათა საბჭოსთან (KEK) თანამშრომლობით, შემდეგს ვკითხულობთ:

"არასდროს, როგორც ამ რთულ ჟამს, არ გვიგრძვნია საჭიროება იმ ნათლისა, რომელიც სიბნელეზე იმარჯვებს და ეს ნათელი, როგორც ქრისტიანები აცხადებენ, იესო ქრისტეში გამოვლინდა. საერთაშორისო ჯანდაცვის ამჟამინდელი კრიზისის წინაშე, მსოფლიოს იმ რეგიონში, სადაც ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა უსამართლო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებით და სადაც დღემდე ითვლიან ადამიანურ და მატერიალურ დანაკარგს, შედეგად საშინელი აფეთქებისა, რომელმაც 2020 წლის 4 აგვისტოს ბეირუთი გაანადგურა, გაძლიერდა ძალისხმევა, რათა წარმოადგინონ ონლაინ პლატფორმით ჩატარებული სამუშაო სესიების შედეგი“.


ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანებმა ,,ვარსკვლავში“ დაინახეს ქრისტიანული მოწოდების სიმბოლო, ,,ვარსკვლავი იყო ნიშანი, რომელმაც მოგვები შორეული ადგილებიდან და სხვადასხვა კულტურებიდან მიიყვანა ყრმა იესომდე და წარმოადგენს იმ სურათს, თუ როგორ ერთიანდებიან ქრისტიანები, როდესაც ქრისტეს უახლოვდებიან“, და რომელსაც ყველა ხალხი მიჰყავს ქრისტემდე, რომლის წყალობით ღმერთი ყველა ერს ერთიანობისკენ მიუძღვის.


,,ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანები ერთიანობის ლოცვის კვირეულის ამ მასალას გვთავაზობენ იმ შეგნებით, რომ მსოფლიოში მრავალი ერი იზიარებს მათ მიერ განცდილ უბედურებასა და სირთულეს, და ისწრაფვის იმ ნათლისკენ, რომელსაც ძალუძს გააფანტოს სიბნელე მაცხოვრისაკენ მიმავალ გზაზე“.


ავტორები დასძენენ, რომ Covid-19 პანდემიის ,,თანმდევმა ეკონომიკურმა კრიზისმა და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურების მარცხმა, რომლებსაც უნდა დაეცვა უმწეო და დაუცველი ადამიანები, გამოკვეთეს ღრმა სურვილი გლობალურ დონეზე, რომ სიბნელეში გაიბრწყინოს ნათელმა“ და აღნიშნეს, რომ ვარსკვლავი, რომელიც აღმოსავლეთში ორი ათასი წლის წინ ამონათდა, "კვლავაც გვიხმობს ბაგაში, სადაც ქრისტე იშვა“, გვიზიდავს იქ, სადაც ღვთის სული ცოცხალი და აქტიურია“ და მოგვიწოდებს გულის მოსაქცევად. კათოლიკე მორწმუნეები სახარების ამ ეპიზოდს მეტი მხურვალებით მოვისმენთ 6 იანვარს, ეპიფანიის - უფლის ნათლისღების დღესასწაულზე, მართლმადიდებლები კი 7 იანვარს; დაე, ეს იყოს მოწვევა საქართველოს ეკლესიებისთვის, ერთად ეძიონ თანამშრომლობის ისეთი გზები, რათა, განსაკუთრებით ახალმა თაობებმა, შეძლონ მეტი ინტერესის გამოჩენა ცხოვრების, მშვიდობის, სამართლიანობისა და ქველმოქმედების მიმართ.


ეკუმენური ლოცვა გაიმართება 21 იანვარს, 16.00 სთ-ზე, სომხურ სამოციქულო ეკლესიაში, სურბ გევორქის საკათედრო ტაძარში.


მღვდ. გაბრიელე ბრაგანტინი

ჟურნალი "საბა" / 2022 წელი

Commentaires


bottom of page