• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ქრისტიანი უნდა იყოს ევქარისტიის ადამიანი’ – პაპი ფრანცისკე



15 ივნისს, საჯარო აუდიენციის ბოლოს, პაპი ფრანცისკე მიესალმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მომლოცველებს და შეახსენა ქრისტეს უწმინდესი ხორცისა და სისხლის დღესასწაულის შესახებ, რომლის საზეიმო მსახურებაც 16 ივნისს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში აღევლინება. მას წარუძღვება პაპის გენერალური ვიკარიუსი, კარდინალი მაურო გამბეტი.


“ხორცისა და სისხლის დღესასწაული (Corpus Domini) მოგვიწოდებს გავიდეთ გარეთ და მივიყვანოთ უფალი იქ, სადაც ყოველდღიურობა მიედინება თავისი კალაპოტში, სასიხარულო და სამწუხარო მომენტებით“, – განაცხადა პაპმა და ყველას მოუწოდა, ილოცონ, რათა უფალმა მორწმუნეები ევქარისტიის ადამიანებად გარდაქმნას, რომ იყვნენ მადლიერნი იმ მადლით, რომელიც ეხმარება ადამიანს საკუთარი თავი სრულად მიუძღვნას სხვებს, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების მსახურებით, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ მას.


ქრისტეს ყოვლადწმიდა ხორცისა და სისხლის დღესასწაულზე ჩვენ ვაცხადებთ "ღმერთის ნამდვილ ყოფნას ევქარისტიაში პურისა და ღვინის საფარქვეშ", - აღნიშნა პაპმა და გამოთქვა სურვილი, რომ მორწმუნეებმა სიცოცხლის პურის მიღებით, ღვთის სიყვარული კიდევ უფრო ღრმად განიცადონ.


“დაე, ევქარისტია, როგორც სიყვარულის საიდუმლო ყოველი თქვენგანისთვის იქცეს ნათლისა და მადლის წყაროდ, რომელიც ანათებს ცხოვრებისეულ გზას სირთულეებში გვერდში დგომით, უმაღლესი ნუგეშისცემით ყოველდღიურ სატანჯველში”.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
0 comments