top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ქრისტიანი ციფრულ სამყაროში' - სემინარი კათოლიკე ახალგაზრდებისთვის

Aug 13
1 min read

12 აგვისტოს, ურეკში, catholic.ge–ს სარედაქციო ჯგუფმა, სამხრეთის დეკანატის ახალგარზდებისთვის ჩაატარა შემეცნებით სემინარი, თემაზე – "ქრისტიანი ციფრულ სამყაროში – რას ვაქვეყნებთ და რატომ?"



ორმოცკაციან ჯგუფთან, სადაც ახალგზრდები ვალის, არლის, უდის, ხიზაბავრისა და ახალციხის კათოლიკური სამრევლოებიდან არიან, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: სოციალურ ქსელებში აქტიურობა, პოსტების ანალიზი, გაზიარების, გამოქვეყნებისა და კომენტირების მნიშვნელობა და ა.შ.


გარდა ამისა, ახალგაზრდებმა ისწავლეს 5 კადრის პრინციპით მოკლე ვიდეოების აწყობა და ასეთი ვიდეოები ჯგუფებში თავადვე გადაიღეს.



სამხრეთის დეკანატის ბანაკს, ქალაქ ურეკში, მამა დარიუშ კომადოვსკი ხელმძღვანელობს. ბანაკი საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს. საზღვაო ქალაქში მესხი ახალგაზრდები 10–15 აგვისტოს ჩათვლით დაისვენებენ.


მსგავსი შეხვედრა catholic.ge-მ ახალგაზრდებთან უკვე მესამედ გამართა. სემინარი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას, რათა მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში, სამრევლო საქმიანობაში – მომავალში დაგეგმილი საბავშვო ბანაკების ან სხვა აქტივობების დროს.


თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page