8 სექტემბერს, კათოლიკე ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
„აჰა, სამყაროს მოევლინება ქალწული, მიიღებს საკვებს და გაიზრდება, რათა გახდეს საუკუნეთა მეფის, ღვთის დედა“.
ღვთისმშობლის შობას პატივსმიაგებს, როგორც დასავლეთის საქრისტიანო, ასევე აღმოსავლეთის. ლიტურგიული და იკონოგრაფიული ტრადიციები ამ დღესასწაულს მოიხსენიებენ ერთის მხრივ, უნაყოფო და ასაკიანი მშობლების მეშვეობით, ხოლო მეორეს მხრივ იმ ფაქტის მეშვეობით, რომ მარიამი გახდა მატარებელი მხსნელისა და საუკუნეთა მეფის - ქრისტესი.
აპოკრიფები:
ღვთისმშობლის შობის გარემოებები უშუალოდ სახარებიდან ცნობილი არ არის. წმინდა მათე დალუკა მახარებლები ღვთისმშობელს პირველად იხსენიებენ იოსებთან ქორწილისა და ხარების დროს.
ღვთისმშობლის შობის შესახებ უმეტესწილად აპოკრიფებში ვხვდებით. უმთავრესად კი, მეორე საუკუნეში დაწერილ “იაკობის პროტოსახარებიდან”, რომელიც აღწერს ღვთისმშობლის ცხოვრებას მისი დაბადებიდან, ჰეროდეს დევნის დროს ეგვიპტეში გაქცევამდე.
სხვა, დაახლოებით იმავე პერიოდში შექმნილ აპოკრიფში, ჩნდებიან მარიამის მშობლები: იოაკიმე და ანნა.
ორი უდიდესი სასწაული:
სწორედ აპოკრიფულმა ტრადიციამ იქონია უდიდესი გავლენა ეკლესიაში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულსა და მის მდიდარ, თუმცა მარტივ სიმბოლიკაზე, რომელიც წარმოდგენილია იკონოგრაფიულ და ლიტურგიკულ ტრადიციაში. აპოკრიფის მიხედვით, ღვთისმშობლის მამა, იოაკიმე, ისრაელის თორმეტი ტომიდან იყო. ის ასევე უნდა ყოფილიყო ფინანსურად შეძლებული ადამიანი, რომელიც შესაძლოა ავტორიტეტული იყო ებრაულ საზოგადოებაში.
იაკომეს მეუღლის, ღვთისმშობლის დედისა და ქრისტესბებიის, ანნას შესახებ ნაკლები ვიცით. აპოკრიფი გვამცნობს მხოლოდ, რომ წყვილი მრავალი წლის განმავლობაში ჰარმონიასა და სიყვარულში ცხოვრობდა, თუმცა უშვილობის გამო დიდად იტანჯებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ანნა ასაკში იყო და ადამიანური თვალსაზრისით, მან ალბათ საბოლოოდ დაკარგა დედობის ყოველგვარი იმედი, ღმერთმა წყვილს შვილი აჩუქა. მოგვიანებით მან დიდი როლი შეასრულა ხსნის ისტორიაში, დაორსულდა სულიწმიდით და შვა ქრისტე.
ღვთისმშობლის შობის ხატებსა და გამოსახულებები ეხება ორ სასწაულს. ჯერ უნაყოფო იოაკიმესა და ანას მიერ ღვთისმშობლის ჩასახვას, შემდეგ კი ქრისტეს ზებუნებრივ ჩასახვას.
ღვთისმშობლის შობის ხატი:
როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური მხატვრობის შემთხვევაში, ღვთისმშობლის შობის გამოსახულებაში დომინირებს კაშკაშა ფერები, რომლებიც სიმბოლურად განასახიერებს სამყაროში მოსვლის სიხარულს, ვინც შობს კაცობრიობისა და კოსმოსის მხსნელს.
catholic.ge
Comments