top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ღმერთის ჭეშმარიტი სიყვარული არსებობს - მის იტალია


„სამყაროში ჭეშმარიტი სიყვარული არსებობს, მთავარია მზერა მივაპყროთ ნათელს, რომ იგი სრულად დავინახოთ“, - ამბობს მის იტალია, ჯუსი ბუშემი.


ზურმუხტოვანი, მაგნიტური თვალებითა და ოქროსფერი კულულებით – კარიერა ყველაზე პოპულარულ სერიალში დაიწყო, რამაცმოდელს პოპულარობა მოუტანა. ჯერ მხოლოდ 24 წლისაა ჯუსი ბუშემი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იტალიელი მსახიობია. არავინ ელოდა, რომ იგი ისაუბრებდა რწმენაზე, ჩამოთვლიდა მისთვის მნიშვნელოვან ფასეულობებს, წმინდანებს, რომლებიც უყვარს და ლოცვებს, რომლებსაც ის აბსოლუტური ბუნებრიობით წარმოთქვამს.


„ამაზე საჯაროდ ხშირად არ ვსაუბრობ, რადგან არ მინდა ჩემი რწმენით მანიპულირება, თუმცა, არ დავმალავ და თუ ვინმე დასვამს კითხვებს ჩემს ქრისტიანობაზე, სიამოვნებით ვუპასუხებ“, – ამბობს მოდელი.


ჯუსიმ მილიონობით მაყურებელი მოხიბლა. იგი იტალიის ყველაზე ლამაზ გოგონად დასახელდა და ახლა პატარა ეკრანის დედოფალია. თუმცა მყარად დგას მიწაზე. ამბობს, რომ მისი საუკეთესო მოგონება, რომელიც სიცილიაში გატარებული წლებიდან ახსოვს, კატეხიზაციებია: „ვასწავლიდი ბავშვებს, რომლებიც ემზადებოდნენ პირველი ზიარებისთვის. ვარ კათოლიკე ოჯახიდან, რომლებმაც რწმენა გადმომცეს. მეც დავდიოდი კატეხიზაციის ჯგუფში მირონცხების საიდუმლოს მიღებამდე. შემდეგ ორი წელი ვისწავლე, რომ შემძლებოდა ბავშვებისთვის მესწავლებინა კატეხიზმო. თუ დავკავდებოდი იგივე საქმით? დიახ, რა თქმა უნდა! მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მსიამოვნებდა მასწავლებლობა. ახლა, როცა განვიცადე ჩემი სულიერი მდგომარეობა რომში, სადაც ვცხოვრობ, თავს უფრო მომზადებულად ვგრძნობ, ახალი გამოცდილებით”.


ამჟამად მოდელი და მისი საქმრო ქორწინებისთვის ემზადებიან.


19 წლის განმავლობაში იგი სიცილიაში, მომხიბლავ ქალაქ მენფიში ცხოვრობდა, რომელიც გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვამდე.


„უმაღლესი სკოლა, ცეკვა, კატეხიზაცია, უამრავი მეგობარი... სკოლის დამთავრების შემდეგ, ვეძებდი საკუთარ გზას, ვცადე სხვადასხვა ვარიანტი. განაცხადი შევიტანე სხვადასხვა უნივერსიტეტში, მივიღე მონაწილეობა მის იტალიის კონკურსში. გამარჯვების შემდეგ დავიწყე ქასთინგებითა და აუდიენციებით და ნელ-ნელა გადავდგი პირველი ნაბიჯები მსახიობობისკენ“.


ჯუსი ამბობს, რომ სწორედ რომში განიცადა ღმერთთან მისი ყველაზე „ნამდვილი“ შეხვედრა: „ერთი წელია ამ ქალაქში ვცხოვრობ, სწორედ აქ, სამრევლოს ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღებისას ვნახე მორწმუნე მამაკაცები, ქალები, განსაკუთრებით ორი მონაზონი, რომელთა წყალობითაც დავინახე ეკლესიის ნამდვილი სახე, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი.


შემიყვარდა მათი ნათელი თვალები და დარწმუნებული ვიყავი, რომ ღმერთი მომიწოდებს რწმენის ჩაღრმავებისა და ზრდისაკენ. ჩემს საქმროსთან ერთად დავიწყე მოგზაურობა, სადაც მოვილოცეთ რამდენიმე საკმაოდ ლამაზი სანკტუარიუმი: ფატიმა, მეჯუგორიე, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემს გულში დარჩა ლურდი, სადაც ლოცვის ყველაზე მეტი ინტესივობა იყო, სადაც გრძნობ განსაკუთრებულ კურთხევას“.


სიცილიელი მსახიობისათვის განსაკუთრებულად საყვარელი წმინდანია ტერეზა ლიზიელი – “მის მიმართ მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, ვაღიარებ და მიყვარს მისი თავმდაბლობა და სიყვარული, რომელიც ღვთის თვალში უდიდესია”.


“მიყვარს უფლის ანგელოზისადმი ლოცვა. ვგრძნობ მფარველი ანგელოზის ყოფნას ჩემს ცხოვრებაში. გთხოვთ ახალგაზრდებო, მიეცით ღმერთს შანსი, შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. მზად უნდა ვიყოთ მასთან შესახვედრად, მისი ყოფნის გამოცდილების მისაღებად. ყოველი ჩვენგანისთვის არსებობს შესაფერისი მომენტი, თუმცა უნდა ვისწავლოთ ნიშნების გარჩევა, რომლებსაც ღმერთი გვაძლევს კონკრეტულად, კონკრეტულ დღეს. მაგალითად, მოწვევა, რომელსაც ვიღებთ ახლობელი ადამიანებისგან. ახალგაზრდებმა უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ ღმერთი არსებობს და ვუყვარვართ, მაშინ ის დანარჩენს თავად გააკეთებს შემოაღწევს ჩვენს გულებში და ყოველ ჩვენგანში გააჩენს ლოცვის წყურვილს, რომელიც არის ღრმა და გულახდილი დიალოგი”.


მიზნების მისაღწევად და მათ განსახორციელებლად ჯუსის ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. “უპირველეს ყოვლისა, მჭირდება ძალა განვახორციელო პროექტი, რომელიც ღმერთმა მომიმზადა, როგორც იმედის გზავნილი სამყაროში. ჭეშმარიტი სიყვარული არსებობს სამყაროში, საჭიროა მხოლოდ დავაკვირდეთ ნათელს, რომ დავინახოთ მისი სისავსე”.


წყარო: pl.aleteia.org


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page