top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ყაზახეთში პაპთან შეხვედრა მშვიდობის ნიშანია - არქიეპისკოპოსი პეტა




„პაპის ყაზახეთში ვიზიტი ისტორიული მოვლენაა ჩვენი პატარა კათოლიკური საკრებულოსთვის. ჩვენ გვჯერა, რომ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ეს შეხვედრა მშვიდობას მოუტანს და დაასრულებს უკრაინის ომის ტრაგედიას“, – აცხადებს მთავარეპისკოპოსი ტომაშ პეტა. ის ყაზახეთის დედაქალაქის მთავარეპისკოპოსია, სადაც დღეს, 13 სექტემბერსპაპი ფრანცისკე მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების VII ფორუმზე ჩავიდა.


არქიეპისკოპოსი პეტა, რომელიც ამ მიწაზე მსახურებას ყაზახეთის დამოუკიდებლობის აღდგენამდე შეუდგა, აღნიშნავს, რომ კონგრესები იოანე პავლე II-ის ვიზიტის შედეგია. პირველი კონგრესი 2003 წელს ჩატარდა, ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის ნუსულთან ნაზარბაევის ინიციატივით, რომელიც ყველა წინარე კონგრესში მონაწილეობდა. მომავალ კონგრესში მონაწილეობას 60 ქვეყნის 100-მდე დელეგაცია მიიღებს.


„პირადად მე, ვფიქრობ, რომ ეს კონგრესები, 2001 წელს ჩვენს ქვეყანაში პაპ იოანე პავლე II-ის პირველი ვიზიტის ნაყოფია. იმ დროს,პონტიფიკი მიმართავდა არა მხოლოდ კათოლიკეებს, არამედ მთელს ყაზახეთს და საუბრობდა ქვეყნის მისიაზე. ხიდზე ევროპასა და აზიას შორის, რელიგიებსა და კულტურებს შორის. პრეზიდენტი აღფრთოვანებული იყო წმინდა პაპით და მისი მომლოცველობით, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მთელსერზე. კონგრესები აქ ორ - სამ წელიწადში ერთხელ იმართება და ეს თეოლოგიური დისკუსიების დრო არ არის. ამ შეხვედრების ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ მსოფლიოს ყველა რელიგიის ხალხი ერთად იკრიბება, რათა წარმართონ ნაბიჯები ღვთისაკენ, რომელიც არის მშვიდობის ერთადერთი და ჭეშმარიტი წყარო”.


მთავარეპისკოპოსი პეტა აღნიშნავს, რომ უკრაინის ომი ფორუმს ჩრდილად ეფინება, თუმცა, ეს შეიძლება გახდეს მშვიდობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი. შეიძლება შედგეს პაპ ფრანცისკესა და მიტროპოლიტ ანტონს შორის შეხვედრა, რომელიც წარმოადგენს მართლმადიდებლური ეკლესიას მოსკოვის საპატრიარქოს.


„ეს არის დიდი ტრაგედია მთელი მსოფლიოსთვის, ღია ჭრილობა. მე ვფიქრობ, რომ ამას განსაკუთრებით განიცდიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, რადგან ის ჯერ კიდევ დამოუკიდებელი სახელმწიფოების საზოგადოებაა და ჩვენ გვაქვს რაღაც წარმოუდგენელი - ომი, მოძმე, ქრისტიან ერებს შორის. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ფორუმზე დადგება, ამ მტკივნეული პრობლემის გვერდის ავლა შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ პაპის მომლოცველობის ლოზუნგია სიტყვები: „მშვიდობისა და ერთიანობის მოციქულნი“. დიდი შანსია, რომ ამ შეხვედრამ მშვიდობა მოიტანოს და დაასრულოს უკრაინაში ომის ტრაგედია.


ნურ-სულთანის არქიეპისკოპოსი დასძენს, რომ პაპის ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ამ ქვეყნის მცირე კათოლიკური საზოგადოებისთვის (მთელი საზოგადოების დაახლოებით 1 %).


„ჩვენ ვსარგებლობთ ნამდვილი რელიგიური თავისუფლებით, მაგრამ როდესაც ვინმე კათოლიკე ხდება, მისი ხშირად არ ესმით ოჯახურ, სოციალურ თუ პროფესიულ გარემოში. ამიტომ, პაპ ფრანცისკეს ვიზიტი ჩვენთვის რწმენის ნამდვილი განმტკიცებაა“, - ხაზს უსვამს მთავარეპისკოპოსი პეტა.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page