• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

შაქრის ნამცეცისოდენა ბიბლია



საძიებო სისტემაში თუ ჩაწერთ სიტყვას “ყველაზე პატარა ბიბლია”, უმეტეს შემთხვევაში გვაჩვენებს 1727 წლის მინიატურულ გამოცემას, რომლის ზომებიც ¾ სმ–ია. თუმცა არსებობს ებრაელი მეცნიერების ახალი ნამუშევარი, რის გამოც ამ ისტორიულმა ეგზემპლარმა ყველაზე მინიატურლის ტიტული დაკარგა.


გასულ საუკუნეში, ბეჭდური ბიბლიის მინიატურიზაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.იქ, სადაც ქრისტეს მორწმუნეები იდევნებოდნენ, ამ გზით შესაძლებელი იყო ბიბლიის დამალვა დაუზიანებლად.


ჩვენთვის, ნებისმიერი სახის პუბლიკაციური ნაშრომის მინიატურული ვერსია წარმოადგენს ტექნოლოგიური შემოქმედების სფეროს ინტერესის საგანს. ასე, რომ ვნახოთ, ებრაული ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ შექმნილი ბიბლიის მინიატურულიგამოცემა.


ხაიფას ინსტიტუტის მეცნიერებმა ძველი აღთქმის ტექსტი (მასორეტული ვერსია) სრულად განათავსეს შაქრის ნამცეცის ოდენა პლასტიკურ ბიბლიაში. ბიბლია შეიქმნა 2015 წლის აპრილში იერუსალიმის მუზეუმის 50 წლისთავთან დაკავშირებით.


0,04 მმ - ის ზედაპირის მქონე ბიბლია მოიცავს დაახლოებით 1,2 მილიონ სიმბოლოს, რომელიც ამოტვიფრულია იონურ გალურ მეხსიერების ბარათზე. აღნიშნულის წასაკითხად საჭიროა ელექტრო მიკროსკოპი, რომელიც ადიდებს 10 000 - ჯერ.


საინტერესოა ის ფაქტი, რომ გამოფენისთვის შექმნილმაარტეფაქმა, მცირე ზომით ყველანაირი რეკორდი მოხსნა, რომელსაც შედარებით ადრე ებრაელმა მეცნიერებმა მიაღწიეს ტექნოლოგიური თვალსაზრისით. 2009 წლის მაისში გამოფინეს ფირფიტაზე შესრულებული მინიატურული ზომის ძველი აღთქმა და საჩუქრად გადასცეს პაპ ბენედიქტე XVI - ს წმინდა მიწაზე ვიზიტისას.


ეს საჩუქარი შეიქმნა ნანოტექნოლოგიური საკითხების პოპულარიზაციის ფარგლებში ჰაიფას ინსტიტუტში. მან პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ მისი მფლობელის გამო, არამედ იმითაც, რომ თავისი ზომების მიხედვითგინესის რეკორდების წიგნშიაშეტანილი. პუბლიკაცია სათაურით “ყველაზე პატარა ბიბლია მსოფლიოში” (მოხსნა რეკორდი წინამდებარესთან შედარებით ორიათასჯერ). ამავდროულად, პროექტის ხელმძღვანელმა, ფიზიკოსმა, ოდედ ზოჰარმა განაცხადა, რომ მომავლის ნანოტექნოლოგია არის არა მხოლოდ უბრალო თავგადასავალი და რეკორდები, არამედ მთელი რიგი სამოქალაქო და სამხედრო კონკრეტული ნაბიჯები.


პაპის ნანობიბლია მოათავსეს მინის კონტეინერში, რომელიც აღჭურვილია გამადიდებელი მინით, რათა შესაძლებელი იყოს მისი შეუიარაღებელი თვალით დანახვა.



წყარო: aleteia.org



შოთა გიქოშვილი

0 comments