• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘შეაჩერე იარაღის ხმაური!’ - პაპი ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს


რომის პაპი ფრანცისკე დაპირისპირებულ მხარეებს წმიდა მიწაზე სიმშვიდისკენ მოუწოდებს, რადგან ძალადობის ესკალაცია (ზრდა, გაფართოება) შესაძლებელია იქცეს „სიკვდილისა და განადგურების სპირალად“.


რომის პაპმა ფრანცისკემ "ღმერთის სახელით" მოუწოდა წმიდა მიწას სიმშვიდისკენ, სადაც ხუთ დღიანი ბრძოლის შემდეგ, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. პაპის თქმით, მათ შორის, ათობით ბავშვის სიკვდილი განსაკუთრებით "საშინელი და მიუღებელია", - "მათი სიკვდილი იმის ნიშანია, რომ ხალხს არ სურს მომავლის აშენება, არამედ მისი განადგურება".


მისივე გაფრთხილებით, ისრაელსა და ღაზას სექტორში არსებული ძალადობა გადაგვარდება და მიირებს ”სიკვდილისა და განადგურების სპირალის” სახეს, ”ძმობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების” ჭრილობებით, რომელთა განკურნება ძნელია დიალოგის დაუყოვნებელი დაბრუნების გარეშე.


რომის პაპმა ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს მოუწოდა ”საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით შეაჩერონ იარაღის ხმაური და მშვიდობიან გზაზე იარონ” და ილოცონ "განუწყვეტლად", რათა "იპოვონ დიალოგისა და შენდობის გზა, იყვნენ მომთმენნი მშვიდობისა და სამართლიანობის მშენებლობისათვის, ნაბიჯ-ნაბიჯ გახსნან საერთო იმედი და თანაარსებობა ძმებს შორის".


ბოლოს კი, რომის პაპმა სთხოვა მორწმუნეებს, ილოცონ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის, "განსაკუთრებით ბავშვებისთვის": "მოდით, ვილოცოთ და ვთხოვოთ მშვიდობა „მშვიდობის დედოფალს“, - თქვა წმიდა მამამ.


წყარო: vaticannews.va


თარგმანი – თაკო ფეიქრიშვილი