ყაზახეთში ვიზიტისას, წმინდა წირვის დასასრულს, პაპმა ფრანცისკემ შეკრებილებს მშვიდობისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ომის შეჩერების გზა, უკრაინასა და კავკასიის რეგიონში, დიალოგია.
“მადლობა ჩემი ვიზიტისა და ღვთისმსახურების მომზადებისათვის. მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ქვეყნის საერო და საეკლესიო ხელისუფლებების მიმართ გულითადი მადლიერება. მოგესალმებით ძმებო და დებო! განსაკუთრებით მივესალმები მათ, ვინც ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან მობრძანდით. მთელი გულით გაკურთხებთ ხანდაზმულებო, სნეულებო,ბავშვებო და ახალგაზრდებო.
დღეს ვზეიმობთ ჯვართამაღლების დღესასწაულს, სულიერად შეერთებული ვართ ოზიორნოს სამყაროს დედუფლის სახელობის ეროვნულ საწმინდართან. მთავარეპისკოოსმა ტომაშმა შეგვახსენა, რომ იქ აღმართულია დიდი ჯვარი და დაწერილია მასზე: “ყაზახ ერს მადლიერება, ხოლო ხალხს მშვიდობა”.
ვფიქრობ, ომით განადგურებულ ბევრ ადგილზე, განსაკუთრებით ძვირფას უკრაინაზე. მოდით, ნუ შევეგუებით ომის გარდაუვალობას. მოდით, დავეხმაროთ ტანჯულებს და დაჟინებით ვეცადოთ მშვიდობის მისაღწევად მიზანმიმართულად ვიმოქმედოთ. კიდევ რაღა უნდა მოხდეს? კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეეწიროს სანამ კონფრონტაცია დაუთმობს ადგილს დიალოგს ადამიანების, ერებისა და კაცობრიობის სასიკეთოდ? ერთადერთი გამოსავალი მშვიდობაა, ხოლო მისკენ მიმავალი ერთადერთი გზა დიალოგია. შეშფოთებით შევიტყვე, რომ რამდენიმე საათის წინ კავკასიის რეგიონში გაჩნდა დაძაბულობის ახალი კერები. მოდით, განვაგრძოთ ლოცვა, რათა ამ ტერიტორიებზე მშვიდობისა და თანხმობის აზრთა ერთობამ გაიმარჯვოს დაძაბულობაზე. დაე,მსოფლიომ ისწავლოს მშვიდობის დამყარება. მათ შორის,შეიარაღებული შეჯიბრებისა და საომარი უზარმაზარი ხარჯების გადანაწილებით მოსახლეობაზე. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც სწამს ამის, მადლობა თქვენ და ყველა მათ, ვინც არის მშვიდობისა და ერთობის მოციქული“.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments